კოენტრაო "რეალს" დატოვებს?
მადრიდის "რეალის" შიდა სამზარეულოში მთლად ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ეგ ალბათ არავის გამოეპარებოდა. ერთ-ერთი მოთამაშე, რომელის ირგვლივაც პატარა სკანდალი აგორდა, ფაბიო კოენტრაოა. როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, ჟოზე მოურინიოსა და პორტუგალიელ მცველს შორის კონფლიქტი არსებობს. დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუმცა ესპანელი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ მოუმ ფაბიოს ტყუილი არ აპატია და ამის გამო დასაჯა კიდეც - "ლა ლიგის" პირველი ტურის შემდგომ მოედნის მწვანე საფარზე არ გამოუყვანია.
კოენტრაოს "უბედურებას" მარსელოს კარგი თამაშიც დაემატა. ბრაზილიელმა გრანდებთან თამაშიც ისწავლა და შესაბამისად მოურინიო მიმდინარე სეზონში სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას. დროდადრო პორტუგალიელი სპეციალისტი "კასტილიელ" ნაჩოსაც ამოწმებს. როგორც ჩანს, "მატყუარა" კოენტრაო მის გეგმებში აღარ შედის...
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული კოენტრაომ კლუბი დატოვოს. ამას რამდენიმე წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემაც ადასტურებს.
- 8 ოქტომბერი 2012
- 2 230
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.