ხოსელუ: "თუ შესაძლებლობა მექნება, მადრიდში დავბრუნდები"
როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანიაში დაბადებულმა ხოსელუმ დაბადების ადგილს მიაშურა. მან "ჰოფენჰაიმთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ იგი მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია. ხოსელუმ ორი სეზონი "კასტილიაში" გაატარა და გუნდის "სეგუნდა ბ"-ში გადაყვანაში ლომის წვლილი დაიდო.
ხოსელუ:
"ძალიან მოხარული ვარ "ბუნდესლიგაში" თამაშით. ადაპტაციის გავლა რთულად მიმდინარეობს, თუმცა მალე ყველაფერი უკეთ იქნება."
"გერმანული ფეხბურთი უფრო ფიზიკურ მომზადებას ითხოვს. აქ გაცილებით მეტი დატვირთვით გვიწევს ვარჯიში."
""კასტილიაში" ორი დაუვიწყარი სეზონი გავატარე. ბრწყინვალედ ვგრძნობდი იქ თავს, განსაკუთრებით აღვნიშNავ მწვრთნელის დახმარებას. თუკი მომავალში შესაძლებლობა მექნება, მადრიდში აუცილებლად დავბრუნდები."
- 8 ოქტომბერი 2012
- 1 440
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.