ხავიერ აკუნიას შანსი

იგუაინს და ბენზემას ტრავმები აქვთ და მანუელ პელეგრინი იძულებული გახდა "კანტერიდან" გადმოეყვანა ხავიერ აკუნია.

ახალგაზრდა ფორვარდი ხავიერ აკუნია გაემგზავრება გუნდთან ერთად ხიხონში მერვე ტურის მატჩში. მიუხედავად იმისა, რომ გუტიმ ტრავმა მოირჩინა, პელეგრინი ვერ ათამაშებს ვან ნისტელროის, კრისტიანო რონალდოს, იგუაინს. მათ ახლა ქარიმ ბენზემაც შეუერთდა. ამ ყველაფერმა ჩილელ სპეციალისტს აიძულა განაცხადში "კანტერის" ფეხბურთელი შეეყვანა.

კარლოს ხავიერ აკუნია კაბალიერო (23 ივნისი, 1988, ასუნსიონი, პარაგვაი) "კასტილიაში" გადავიდა "კადისიდან" გასულ ზამთარში 480 ათას ევროდ. აკუნია თავის დროზე იყო საუკეთესო ბომბარდირი 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ეს ახალგაზრდა ფორვარდისთვის ეს პირველი გამოწვევაა და შეიძლება უკანასკნელი შანსი თავის კარგად წარმოჩენის და შემდეგ პირველ გუნდში გადასვლის. თუ პელეგრინიმ აკუნია ათამაშა რაულთან ერთად წყვილში, გუნდის კაპიტანისგან ის უდიდეს გამოცდილებას მიიღებს.

აკუნიას მთავარი კოზირი – სისწრაფე და ტექნიკაა. მას ასევე შეუძლია როგორც შეტევაში, ისე ფლანგზეც თამაში. თუ ეს შეხვედრა ითამაშა აკუნიამ, ეს იქნება მისი ახდენილი ოცნება.

  • faqo
  • 23 ოქტომბერი 2009
  • 1 986
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)