"ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ ბილეთების ფასი შეამცირა
მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო...
როგორც იცით, დღეს "ელ კლასიკოა", მატჩი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელის, პირველ რიგში ეს ესპანელებზე ითქმის. ცხადია, "კამპ ნოუზე" თავსუფალი ადგილი არ იქნება. ბარსელონაშ არამარტო "რეალის" გულშემატკივრები, არამედ ფეხბურთის მოყვარულებიც შეიკრიბებიან. ამან კი ის გამოიწვია, რომ "ლა ლიგის" სხვა მატჩებზე დაინტერესება ნაკლებია. "ელ კლასიკოს" შემდგომ ყველაზე საინტერესო მატჩი "ატლეტიკო"-"მალაგა" გახლავთ, თუმცა ამ შეხვედრის ბილეთების ძალზედ მინიმალური რაოდენობაა გაყიდული.
ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობაში ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს: იმისთვის, რომ "ვისენტე კალდერონზე" მაყურებელი მივიდეს, მათ ბილეთების ფასი გაანახევრეს, თუმცა რამდენად გაჭრის ეს ხერხი ეგ მეორე საკითხია...
- 7 ოქტომბერი 2012
- 2 221
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.