ემერიმ თვალი ალბიოლს დაადგა
როგორც იცით, რუსეთის "პრემიერ ლიგა" უდიდეს პროგრესს განიცდის, განსაკუთრებით ფინანსურს. რუსულ გუნდებში უკვე რამდენიმე საკმაოდ კარგი ფეხბურთელი გადავიდა. მოთამაშეებთან ერთად რუსეთს გამოცდილმა მწვრთნელბმაც მიაშურეს, რომელთაგან გამოსაყოფია "ვალენსიას" ყოფილი დამრიგებელი, უნაი ემერი. ესპანელი სპეციალისტი მოსკოვის "სპარტაკს" ჩაუდგა სათავეში. მან უმალვე გუნდის მშენებლობა დაიწყო, მიიყვანა პარეხა და საკი, ახლა კი რაულ ალბიოლის შეძენას გეგმავს.
როგორც იცით, რაულს სატამაშო დრო პრაქტიკულად არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მან კონტრაქტი გასულ ზაფხულს გაახანგრძლივა, მას მაინც კლუბის გამოცვლას უწინასწარმეტყველებენ. აქამდე მის შეძენას ინგლისური გრანდები ლამობდნენ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ალბიოლმა სწორედ რუსეთს მიაშუროს. ჯერ-ჯერობით რაიმე ოფიციალურ შეთავაზებაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა ამას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა ველოდოთ.
- 6 ოქტომბერი 2012
- 1 226
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.