პელეგრინის პრესკონფერენცია

მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა მომავალ შეხვედრაზე "სპორტინგის" წინააღდეგ.

რას ფიქრობთ გუნდის კრიტიკაზე, რომელსაც გუშემატკივარი გამოხატავს "რეალის" მიმართ?

არაფრის თქმა არ შემიძლია ამ საკითხზე. მე ვნახე რომ კლუბს თამაში შეუძლია და სულ მცირედი დაგვაკლდა გამარჯვებამდე. საუკეთესო მეგოლეები გვყავს ევროპის მასშტაბით, მე მათი თამაში მომეწონა, ყველა ადამინას საკუთარი აზრი გააჩნია და პატივს ვცემ მათ კრიტიკას ჩვენს მიმართ.

შვებას მოგგვრით "ხიხონთან" დიდი ანგარიშით გამარჯვება?... ეს ხომ არ იქნება გაბრაზებული გუნდის ჯავრის ამოყრა შედარებით სუსტ გუნდთან?


შვებას მხოლოდ მაშინ ვიგრშძნობ, როდესაც ყველა შეხვედრას მოვიგებთ. ბოლო მატჩი წავაგეთ, თუმცა საშინლად არ გაგვიმართლა იმ თამაშში. გაწბილების მიუხედავად გუნდში სიმშვიდე სუფევს, რადგანაც ჯგუფში მაინც ლიდერები ვართ, ყველაფრის გამოსწორებას კი მომავალ რაუნდში შევეცდებით.

როგორ გრძნობენ თავს იგუაინი და ბენზემა?


უხეიროდ, იგუაინი გამოჯანმრთელების პროცესშია, ბენზემას კი ტკივილები აწუხებს და მისი ბედი ჯერ–ჯერობით გაურკვეველია.

თქვენი აზრით გუნდი ახლო მომავალში გამოასწორებს თამაშის ხარისხს?

ვფიქრობ რომ შეტევაში დასამუშავებელი ნაკლებადაა გუნდი, ისინი საუკეთესო მეგოლეები არიან ევროპაში და საკუთარი საქმის სპეციალისტები. ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი დაცვის ხაზში, ეს რგოლი მართლაც რომ სუსტად გამოიყურება. მე მათ კრიტიკას არ დავიწყებ, რადგან კარგად ვიცი, რომ მშვენივრად ხვდებიან საკუთარ შეცდომებს და თავდაუზოგადავად ცდილობენ წარტმატების მიღწევას. მე მათი მჯერა...

ძალიან ბევრის მოთმენა გიწევთ, ფანები გამოხატავენ საკუთარ ემოციებს თქვენს მიმართ....

მე ჩემი მოვალეობა პირნათლად უნდა შევასრულო, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მსოფლიო გრანდის სათავეში იმყოფები. ექვსი წელია ესპანეთში ვმუშაობ, უამრავ მწვრთნელს ახლავს კრიტიკა, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, ჩვენ ხომ ასეთი პროფესია გვაქვს.

რა მოელის წინა შემადგენლობას მარცხის შემდგომ?

მე ყოველთვის ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემი გუნდის თამაშზე... პელეგრინის საკუთარი სტილი აქვს ამ საქმეში, არ მიყვარს ფეხბურთელების შეფასება, მითუმეტესს კრიტიკა. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოვასწოროთ შეცდომები.

კრიშტიანომ თქვა რომ მზად არის სათამაშოდ... როგორ არის იგი?


მას ეს არასდროს არ უთქვამს... იგი ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია, სანამ ბოლომდე არ გამოკეთდება ძირითადში ვე მოხვდება, მიუხედავად იმისა რომ მისი თამაში ძალიან გვსურს ყველას.

არამარტო თქვენს მიმართ, არამედ კლუბის მიმართაც ისმის უკმაყოფილება, რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?


კრიტიკა ყველას ეხება, არავინაა წარუმატებლობაში სუფთა... მთელი კლუბი ვგრძნობთ ჩვენს უნიათო მოქმედებებს მოედანზე, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაფერს დრო სჭირდება და აუცილებლად გამოვასწორებთ თამაშის ხარისხს.

რას გვეტყვით თქვენს მომავალ მეტოქეზე?

"სპორტინგი" საშუალო დონის გუნდია, მათ პატივისცემით უნდა მოვეპყრათ. არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი სუსტები არიან.

თქვენ არ იყენებთ კასტილიელ მოთამაშეებს, რატომ ხდება ასე?

ჯერ–ჯერობით ამის საჭიროება არ გახლდათ.. ახლა კი, როდესაც გვიჭირს ერთი ფეხბურთელი გამოვიძახეთ.


სტატიის ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

  • kevlisha
  • 23 ოქტომბერი 2009
  • 1 915
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)