მოუ: "ბალოტელიზე წიგნს დავწერ"
მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, CNN -თან მარიო ბალოტელიზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, 200 გვერდიან წიგნს გამოვცემ, სადაც ასახული იქნება ჩემი ორწლიანი მოღვაწეობა ბალოტელისთან.ეს იქნება კომედიური და არა თრილერი, რამეთუ ჭაბუკი საკმაოდ მხიარულია."
"გავიხსენებ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას, რომელიც "ინტერმა" ყაზანში გამართა.მაშინ მილიტოცა და ეტოოც ფორმაში არ იყვნენ და მოედანზე ბალოტელის დაყენება გადავწყვიტე.თამაშის 43-ე წუთზე მარიომ ყვითელი ბარათი მიიღო.შესვენების დროს, დაახლოებით 14-15 წუთის განმავლობაში ვესაუბრებოდი მას და ვუხსნიდი, რომ მეორე ტაიმში არავის შეხებოდა, პროვოკაციებზე არ წამოგებულიყო და ფრთხილად ეთამაშა.საბოლოოდ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა - ბალოტელიმ მეორე ტაიმის პირველივე წუთზე მსაჯს გააძევებინა თავი."
ინფორმაციის წყარო: as.com
- 4 ოქტომბერი 2012
- 3 134
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.