"ელ ფერარის" მე-15 ჰეთ-თრიქი
კრიშტიანუ რონალდუმ სამეფო კლუბის მაისურით, 15 ჰეთ-თრიქსა და 2 პოკერის შესრულება მოახერხა.
პორტუგალიელმა მეგა-ვარსკვლავმა, 13 ჰეთ-თრიქი პრიმერაში ჩაიწერა, 1 სამეფო თასზე, ხოლო ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე.ამასთანავე ის მეოთხე მადრიდისტა გახდა (რაულის, რონალდოს და ბენზემას შემდეგ), რომელმაც "თეთრი" მაისურით, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, 1 შეხვედრაში სამი გოლის გატანა შეძლო.
რონალდუმ 2009 წელს დაიწყო სამიანების "შეყრა" მოწინააღმდეგის კარში.მისი პირველი მსხვერპლი გახდათ "მალიორკა.ამავე წლის სეზონში გოლეადორის რისხვა "ლევანტესაც" დაატყდა თავს (კოპა დელ რეიზე).მომავალ წელს, კრიშტიანუმ 4 გუნდთან გაიტანა 3-3 გოლი (ატლეტიკი, მალაგა, ხეტაფე & ვილიარეალი), ხოლო რაც შეეხება შარშანდელ სეზონს, ჰეთ-თრიქების რაოდენობა შვიდამდე ავიდა (სარაგოსა, რასინგი, მალაგა, ოსასუნა, სევილია, ლევანტე და ატლეტიკო).
წლეულს, ჯერჯერობით, ფეხბურთელის აქტივში 2 ჰეთ-თრიქია (დეპორტივო & და აიაქსი).რიგში "ბარსელონაა."
პ.ს. ცნობისთვის, რონალდუს მადრიდისეული სტატისტიკა ესეთია: 154 თამაშში 158 გოლი!!!
- 4 ოქტომბერი 2012
- 1 584
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.