სანჩისმა "მარკას" კითხვებს უპასუხა
სამეფო კლუბის ლეგენდარულმა მცველმა მანოლო სანჩესმა, "მარკას" კითხვებს უპასუხა.
- ესპანეთის ეროვნული ნაკრები უკვე 5 წელია დომინირებს მსოფლიო ფეხბურთში, "რეალი" კი განზე დგას."ფურია როხას" რიგებში სულ უფრო ცოტა მადრიდისტა ჩნდება, ხოლო "კანტერანოსები" ევროპის საუკეთესო კლუბებში გადადიან.ჩემი აზრით, ყველაფერ ამაში პრეზიდენდიტ "წვლილი" დიდია.გაიხსენეთ, საქმისადმი ასეთმა მიდგომამ რა მოიტანა 2003 წელს.მოურინიოს დიდი ქომაგი ვარ, მაგრამ თანდათან ვიწყებ ფიქრს იმის შესახებ, რომ პორტუგალიელმა უნდა დატოვოს კლუბი და ამასთანავე მას უნდა მიყვეს პერესი.კონკრეტულ თემებზე რომ ვისაუბროთ, ვგონებ, "თეთრებმა" პრიმერადან არ უნდა გაუშვან ფერნანდო ლორენტე და ისკო.ისინი ამომავალი ვარსკვლავები არიან.ამასთანავე ყურადღების მოდუნება არ ღირს დანი კარვახალზეც, რომელიც "ლევერკუზენში" ბრწყინავს...
- ვფიქრობ, მადრიდისტები დიდ სიხარულს განიცდიან, როდესაც საყვარელ მოთამაშეებს ეროვნული ნაკრებია მაისურში ხედავენ.ასევე, მათში არანაკლები სიმაყის გრძნობა ჩნდება, როდესაც პირველ გუნდში კანტერანოსი გამოდის.სამწუხაროდ, აკადემიის აღზრდილების თემაში უნდა დაგეთანხმოთ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ცუდ ტენდენციას მალე დაესმევა წერტილი.რაც შეეხება ისკოს, აქაც ჩვენი აზრები ანალოგიურია.
- მიმდინარე სეზონში როგორ "რეალს" ხედავთ და რას იტყვით "ბერნაბეუს" რეკონსტრუქციის გეგმასთან დაკავშირებით?
- დასახული მიზნების მისაღწევად გუნდს სრული პოტენციალი გააჩნია."ბერნაბეუს" პროექტის რამდენიმე ფოტო ვნახე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება.
- მაყურებლის გადმოსახედიდან, "რეალი" ფიზიკურად სათანადოდ მომზადებული ჩანს?
- როდესაც გუნდი ფიზიკურად ცუდად არის მომზადებული, ფეხბურთელევი ვერ ასწრებენ ორთაბრძოლაში, რაც ბურთის დაკარგვას ნიშნავს.
- ბოლო დროს ძალიან მომწონს კაკას თამაში.ვფიქრობ, მის შემთხვევაში მთავარი პრობლემაა ისაა, რომ ხალხი ხშირად ავლებს პარალელს ბრაზილიელეის საუკეთესო წლებსა და ამჟამინდელ მდგომარეობას შორის.როტაციის რეჟიმში, რიკარდო სრულფასოვნად შეცვის ნებისმიერი ფეხბურთელს.
- გეთანხმებით, რომ წარსულზე საუბარი უაზრობაა.ყურადსაღებია მხოლოდ ფეხბურთელი მოქმედი მდგომარეობა.კაკას შემთხვევაში, დიდი გასარმჯელოსა და რეგალიების ფონზე, დიდ ინტერესს იწვევს მისი მდგომარეობა.
- "ელ კლასიკო" ახლოვდება. როგორ ფიქრობთ, მოურინიო დაცვიდან ითამაშებს? წაგების შემთხვევაში "ბარსელონა" ფაქტიურად გაინაღდებს ჩემპიონობას...თუ გახსოვთ 1991 წლის მადრიდულ-კატალონიური ჯახი, როდესაც კუმანის საჯარიმო დარტყმიდან შეგდებულ ბურთს, იეროს ძლიერი დარტყმით გატანილი გოლი მოყვა?
- სიტუაცია შემდგანირია, თუ "ბარსელონა" მოიგებს, "რეალის" ჩემპიონობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.ვფიქრობ, მოურინიო ისეთ ფეხბურთს ითამაშებს, რომელიც კარგად გამოსდის."ბარსას" წინააღმდეგ დაცვიდან თამაში, თვითმკვლელობის ტოლფასია, რამეთუ ისინი 1 გოლს აუცილებლად შეგიგდებენ.1991 წლის "კლასიკო" ბუნდოვნად მახსოვს.
- რას გრძნობდით "ნოუ კამპზე" გამოსვლის დროს, "ბარსელონას" წინააღმდეგ? ასევე, რას ფიქრობთ "რაიოს" შანსებზე? ჩემი აზრით, 3 მცველით თუ გააგრძელებენ თამაშს, პრიმერას აუცილებლად დატოვებენ...
- კლასიკოს კატალონიაში თამაში ნიშნავს, შენს მთავარ კონკურენტთან ასპარეზობას მისსავე მოედანზე.რა თქმა უნდა, ფანტასტიკური გრძნობა მქონდა ამ დროს.რაც შეეხება "ვალეკანოს," ლა ლიგიდან გავარდნის მთავარ პრეტენდენტად არ მივიჩნევ.
- რას იტყვით სამი ხედირას, რომელსაც ბევრი აკრიტიკებს, თუმცა "დეპორთან" შეუდარებლად ითამაშა.ხომ არ ფიქრობთ რომ ეს მისი წელი იქნება?
- სამის ყოველთვის საინტერესო ფეხბურთელად ვთვლიდი.ის უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.მას შეუძლია არასტრანდარტული მოქმედებების განახორციელება, რასაც აკეთებს კიდეც გერმანიაში, სადაც უფრო მეთი სივრცე აქვს.
- "დეპორთან" მოგეწონათ დაცვის თამაში? თუ თქვენ კლასიკური განლაგების მომხრე ხართ, სადაც ალვაროს მარჯვენა ფრთა უკავია, ხოლო რამოსს ცენტრი?
- ვფიქრობ, "რეალის" დაცვითი ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, როგორც სახელებით ასევე ეფექტურობით.ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ დროდადრო რეზერვისკენაც უნდა გავიხედოთ, რამეთუ ტრავმის ან დისკვალიფიკაციის შეთხვევაში, ჩავარდნა არ მოხდეს.
ინფორმაციის წყარო: realmadrid.ru, marca.com
- 3 ოქტომბერი 2012
- 1 481
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.