რამოსს იოზილის, რაულს მორიენტესის
როგორც იცით, "დეპორტივოს" წინააღმდეგ, სერხიო რამოსს საკუთარი მაისურის შიგნით, მესუთ იოზილის 10 ნომრიანი მაისური ეცვა.
ალბათ, გულშემატკივართა ნაწილი ფიქრობს, რომ ანდალუსიელმა მცველმა საკმაოდ ორიგინალურად გამოხატა მხარდაჭერა თანაგუნდელისადმი, უფრო სწორედ, ესპანელს გერმანილისადმი თანადგომა გატანილის გოლის შემდეგ აღნიშნული მაისურის გახდით უნდა გამოეხატა, თუმცა ვერ გაიტანა.
მინდა გითხრათ, რომ "რეალის" ისტორიაში არარის პირველი შემთხვევა, როდესაც მწვანე მინდორზე 2 მაისურით გამოცხადდა ფეხბურთელი.გავიხსენოთ, 2002 წლის 30 აგვისტო, ევროპის სუპერ თასის თამაში, "რეალსა" და "ფეინორდს" შორის.აღნიშნულ დაპირისპირებაში, რაულ გონსალეს ბლანკო 7 ნომრის უკან, 9 ნომერს მალავდა (ფერნანდო მორიენტესის მაისურს).ეს დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც მორო მადრიდიდან მიდიოდა და შესაბამისად, "ელ კაპიტანოს" სურვილი იყო, მისთვის მადლობა ან მხარდაჭერა ამგვარი ჟესტით გამოეხატა, თუმცა რამოსის მსგავსად, ვერც გონსალესმა მოახერხა თავის გამოჩენა.
ერთი სიტყვით, რამოსის საქციელში არაფერი გასაკვირი.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 2 ოქტომბერი 2012
- 4 044
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.