"რეალს" რიბერისთვის ბრძოლაში "ბარსელონა" შეეცილება

ისტორია მეორდება. 1997 წელს "რეალი" და "ბარსელონა" იბრძოდნენ ფრანგი ნახევარმცველის კრისტიან კარამბეს შეძენისთვის. ფეხბურთელს სურდა "სამეფო კლუბში" თამაში, მაგრამ კატალონიელები მაინც აწარმოებდნენ ფრანგთან მოლაპარაკებებს. საბოლოოდ კარამბე "რეალს" შეუერთდა.

თორმეტი წლის შემდეგ იგივე მეორდება. ამჯერად ფრენკ რიბერისთვის იბრძოლებს ისევ და ისევ "რეალი" და "ბარსელონა". თითქოს ამ ზაფხულს უნდა გადასულიყო ფრანგი "ბლანკოსში", მაგრამ ერთი სეზონით მიუნხენში ამჯობინა დარჩენა.

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ალბათ 2010 წლის აგვისტოში რიბერის "რეალის" ფორმით ვიხილავთ, მაგრამ "ბარსელონა" სპეციალურად აფერხებს ამ ტრანსფერს და აპირებს თვითონაც იბრძოლოს ფრენკის შეძენისთვის. რიბერის კი "რეალში" ურჩევნია თამაშის გაგრძელება.

ზინედინ ზიდანს ძალიან სურს თანამემამულის "სამეფო კლუბში" ხილვა. ის მოლაპარაკებებს თავის თავზე იღებს. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თავად რიბერი კი ტრავმის მორჩენას განაგრძობს. ის ერთ თვეს გამოტოვებს.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

  • faqo
  • 23 ოქტომბერი 2009
  • 2 145
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)