პეპეს მადრიდში ძალიან აფასებენ
სამეფო კლუბის პორტუგალიელი მცველი, კელპერ პეპე მადრიდში როგორც სამწვრთნელო შტაბის, ასევე გულშემატკივრების მხრიდან უდიდესი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობს.
ამ ფაქტის კიდევ ერთი დასტური ლაკორუნიის "დეპორტივოსთან" გამართული შეხვედრა იყო, სადაც კელპერმა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ თავის გამოჩენა შეძლო. მცველს 2011 წლის შემდეგ არ ჰქონდა გოლი გატანილი.
შეხვედრის 70-ე წუთზე პეპემ მეტოქის კარი აიღო, მართალია ამ გოლს ძალიან დიდი დატვირთვა არ ჰქონდა, რადგან "ბლანკოსისთვის" რიგით მეოთხე გახლდათ, მაგრამ კარის დალაშქვრის შემდეგ ბერნაბეუს პუბლიკა არ გაჩერებულა, ისინი სკანდირებდნენ : "პეპე, პეპე, პეპე", თავის დროზე ამხელა მხარდაჭერას და პატივისცემას ისეთი ფეხბურთელები იმსახურებდნენ, როგორებიც იყვნენ ზინედინ ზიდანი, რობერტო კარლოსი, რაული და კიდევ ბევრი იყვნენ.
ამ ეტაპზე ამხელა მხარდაჭერა მხოლოდ კრიშტიანო რონალდუს და იკერ კასილიასს ჰქონდათ, მაგრამ როგორც ჩანს მადრიდელ ინჩასებს პეპეც ძალიან უყვართ, სწორედ ამის დასტური იყო ლა ლიგის წინა მატჩში განვითარებული მოვლენები.
გატანილი გოლი პეპემ თავის ახალშობილ შვილს მიუძღვნა . ამას გარდა ფეხბურთელმა თავის მხარდაჭერა გამოხატა მწვრთნელის მიმართ და გადაეხვია მას , მადლიერების ნიშნად .
- 2 ოქტომბერი 2012
- 1 720
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.