რამოსი ოზილს სოლიდარობას უცხადებს
მოგეხსენებათ, მესუთ ოზილი არც ისე კარგ ფორმაშია, რაზეც მთელი ესპანური პრესა ლაპარაკობს. თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი ვეღარ ირჯება ისე ნაყოფიერად, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა, თავად მოთამაშე აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არის, მას უბრალოდ დროებითი ამოვარდნა აქვს, მაგრამ ყველა პრობლემა ძალიან მალე აღმოიფხვრება...
დეპორტივოსთან მატჩში სერხიო რამოსს საკუთარი მაისურის შიგნით, სწორედ მესუთის ფორმა ეცვა. თუკი ესპანელი მცველი გოლის გატანას მოახერხებდა იგი საკუთარ მაისურს გაიხდიდა და ყველას დაანახებდა, რომ მხარს უჭერს საკუთარ თანაგუნდელს და დარწმუნებულია იმაში, რომ ოზილი კვლავ აღიდგენს საკუთარ ჩვეულ ფორმას.
სამწუხაროდ რამოსმა თავის გამოჩენა ვერ შეძლო, მაგრამ ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა მაინც დააფიქსირეს სერხიოს მაისურის ქვეშ რა ეცვა.
- 2 ოქტომბერი 2012
- 2 718
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.