მოურინიო:"მეზიზღება ჩემი სოციალური ცხოვრება"

CNN–თან ინტერვიუში ჟოზე მოურინიომ, როგორც სპორტულ ასევე პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.

"მეზიზღება ჩემი სოციალური ცხოვრება, რადგან სხვა ნორმალური ადამიანების, მამების მსგავსად არ შემიძლია მივიდე შვილის საფეხბურთო მატჩზე, რადგან ხალხი მოდის, ავტოგრაფს და მათთან ერთად სურათების გადაღებას მთხოვს. ყველაზე მეტად აღმაშფოთებს ის, რომ ჩემი 12 წლის შვილზე ზეწოლას ახდენენ."

"ხალხს ჰგონია, რომ მიცნობენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ხალხი მიცნობს, როგორც მენეჯერს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში ზის და ხელმძღვანელობს გუნდს. მე, იქ სამხიარულოდ ვერ ვიცლი . იქ ვარ, რომ შევასრულო ჩემი სამუშაო და მოვიპოვო გამარჯვებები. ყოველ მატჩს ვუდგები, ისე თითქოს ბოლო და გადამწყვეტი იყოს ჩემს კარიერაში."

"ძალიან მინდა ყველა ნორმალური ადამიანივით, მეც შემეძლოს ქუჩაში ჩემს ოჯახთან ერთად გასეირნება, მაგრამ ეს არ შემიძლია. მე ვარ სრულიად განსხვავებული პიროვნება ჩემს პირად ცხოვრებაში."

"სამეფო კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რადგან მსურდა ჩემი კარიერის ეს დრო მადრიდის "რეალთან" ერთად გამეტარებინა. ახლა სხვა გუნდებზე არ ვფიქრობ. მე ამ მომენტში ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან მსოფლიოში საუკეთესო კლუბს ვწრთვნი."

ინფორმაციის წყარო:Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (250)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)