როსელი:"რამოსი "ბარსელონაში"? არაფერია გამორიცხული"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მეტად საინტერესო და უცნაური განცხადება გააკეთა.
"სერხიო რამოსი "ბარსელონაში"? არასოდეს თქვა არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტრანსფერები რთული გასაჩარხია, გამორიცხული არაფერია."-განაცხადა სანდრო როსელმა ESPN-თან საუბარში. ტრანსფერის განხორციელების ერთ-ერთ მიზეზად როსელი მოურინიოს და სერხიო რამოსს შორის განხეთქილებას ასახელებს.
მიუხედავად ყველაფრისა ესპანური მედია საშუალებები აქტიურად საუბრობენ მოურინიოსა და რამოს შორის ურთიერთობის დაძაბვაზე. ესპანეთში უკვე ყველა საუბრობს, რომ თუ მადრიდელი ოთხიანი "რეალს" დატოვებს მის შეძენას აუცილებლად კატალონელები შეცდებიან. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სერხიო პუიოლის იდეალური შემცვლელი იქნება.
- 28 სექტემბერი 2012
- 3 997
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.