მენეზეში: "კაკამ ნაკრებში დაბრუნება დაიმსახურა"
როგორც იცით, რიკარდო კაკა 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს. ამასთან დაკავშირებით "სელესაოს" მთავარმა მწვრთნელმა, მანო მენეზეშმა მცირე კომენტარი გააკეთა...
"კაკამ ნაკრებში დაბრუნება თავისი კარგი თამაშით დაიმსახურა. ვაფასებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იგი მადრიდის "რეალის" ერთგული დარჩა. მართალია, იგი საუკეთესო ფორმიდან ძალიან შორსაა, თუმცა ძალზედ პროფესიონალი გახლავთ. ვიმედოვნებ, რომ კაკა თავის ადგილს დაიმკვიდრებს სამეფო კლუბში."
"ცხადია, მისი დაბრუნება ნაკრებს უფრო ძლიერს გახდის. კაკა არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ლიდერის ტვირთი ატაროს, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ იგი ერთადერთი ლიდერი იქნება, იმიტომ, რომ აქ ლიდერი მთლიანად გუნდია და მისი თითოეული ფეხბურთელია."
- 28 სექტემბერი 2012
- 2 124
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.