კაკა ნაკრებში გამოიძახეს
რიკარდო კაკამ ეროვნულ ნაკრებში ბოლოს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზა. როგორც გახსოვთ, მაშინ ბრაზილია ჰოლანდიასთან 1-2 დამარცხდა. მანო მენეზეშმა ყველასთვის მოულოდნელად რიკი ნაკრებში დააბრუნა. "რეალის" "რვიანი" ერაყთან(11 ოქტომბერი) და იაპონიასთან(16 ოქტომბერი) გასამართ ამხანგურ შეხვედრებში შეეცდება თავის გამოჩენას.
ბრაზილიის ნაკრების განაცხადი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: დიეგო ალვეში(ვალენსია), ჯეფერსონი(ბოტაფოგო) და ვიქტორი(ატლეტიკო მინეირო).
მცველები: დანიელ ალვეში და ადრიანო(ბარსელონა), მარსელო(რეალი), ალექსანდრო(პორტო), ტიაგო სილვა(პსჟ), დავიდ ლუისი(ჩელსი), ლისანდრო კასტანი(რომა) და დედე(ვასკო და გამა).
ნახევარმცველები: კაკა(რეალი), პაულინიო(კორინთეანსი), სანდრო(ტოტენჰემი), ოსკარი და რამირესი(ჩელსი), ლუკასი(სან პაულო), ჟულიანო(დნიპროპეტროვსკი), ტიაგო ნევეში(ფლუმინენსე) და ფერნანდო(გრემიო).
თავდამსხმელები: ნეიმარი(სანტოსი), ჰალკი(ზენიტი) და ლეანდრო დამიაო(ინტერნასიონალი)
- 27 სექტემბერი 2012
- 2 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.