Daily Star: "რეალი" სტროომანით ინტერესდება
ჰოლანდიის ჩემპიონატს თვალს ვინც ადევნებთ, თვალში აუცილებლად გეცემათ სტროომანის ბრწყინვალე ასპარეზობა. კევინი ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ და უკვე 22 წლის ასაკში იგი "პსვ"-ს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურად იქცა. სტროომანი ჰოლოანდიის ნაკრებშიც მიიწვიეს, მან უკვე 11 შეხვედრაშ მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.
ჰოლანდიაში უკვე ღიად საუბრობენ მის დიდებულ და წარმატებულ მომავალზე, თუმცა "პსვ"-ში დარჩენით ამის მიღწევა ნამდვილად გაუჭირდება. ფეხბურთელის აგენტმა უკვე დაადასტურა, რომ მისით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება, მათ შორის "რეალი", "მილანი" და "მანჩესტერი". სავარაუდოდ კევინის ბედი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაწყდება, თუმცა რამდენად რეალურია მისი ხილვა ნახევარმცველებით დახუნძლულ სამეფო კლუბში, ეგ კიდევ საკითხავია...
- 27 სექტემბერი 2012
- 1 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.