მოუ: "კლარკი დიდებული მწვრთნელია"
ჟოზე მოურინიომ თავისი მეგობარი, ამჟამად "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" მწვრთნელი მთავარი მწვრთნელი სტივ კლარკი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში შეაქო...
"სტივი დიდებული მწვრთნელია. იგი ყოველთვის წარმატების მისაღწევად იბრძოდა და ახლა სოწრედ ამას აკეთებს "ვესტ ბრომვიჩში". ჩვენ ერთად დიდებული მომენტების მომსწრენი გავხდით. ერთად მუშაობისას ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. მიხარია, რომ ახლა იგი წარმატების გზას ადგას." - განაცხადა ჟოზემ.
შეგახსენებთ, რომ კლარკი და მოურინიო "ჩელსიში" 3 წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, სტივი ჟოზეს ასისტენტი გახლდათ. შოტლანდიელმა სპეციალისტმა მიმდინარე სეზონში "ვესტ ბრომვიჩი" ჩაიაბარა. კლარკის გუნდი ბრწყინვალედ ასპარეზობს და მისთვის უჩვეული, მეოთხე პოზიციას იკავებს...
- 27 სექტემბერი 2012
- 1 524
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.