"გალათასარაი" კაკას გადაყვანას აპირებს
თურქული "გალათასარაის" პრეზიდენტმა უნალ აისალმა, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ მისი კლუბის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს გადალახავს, ისინი კაკას შეიძენენ.
"ფლეი-ოფის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, შემადგენლობის გავაძლიერებთ.ჩვენი სამიზნე იქნება კაკა, ამის გარანტიას გაძლევთ.ვფიქრობ, ისიც დაინტერესებული იქნება ჩვენთან გადმოსვლით.ძალიან მინდა მისი ხილვა "გალათასარაის" მაისურში."
ცნობისთვის, რიკარდო კაკა დღეს "მილიონარიოსის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.ბრაზილიელი შეეცდება დაამტკიცოს, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია.
- 26 სექტემბერი 2012
- 1 717
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.