"მილიონერებმა" "რეალის" ისტორია შეცვალეს

როგორც დავაანონსეთ, 26 სექტემბერს, სანტიაგო ბერნაბეუს ტროფეის გათამაშება შედგება.სამეფო კლუბს დიადი პრეზიდენტის სახელობის თასისასთვის კოლუმბიური "მილიონარიოსი" გაუწევს მეტოქეობას.

ალბათ, ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის, თუ როგორ შეცვალა "მილიონარიოსმა" "რეალის" ისტორია, როდესაც პირველად ჩამოვიდა მადრიდში სათამაშოდ.აღნიშნულის შესახებ მოგითხრობთ ქვემოთ.

1949 წელს, ალფრედო დი სტეფანომ "რივერ პლეიტის" დატოვება გადაწყვიტა და კოლუმბიას მიაშურა.ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში სახმრეთ ამერიკის ნახსენებმა ქვეყანამ, მძლავრი ეროვნული ჩემპიონატის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც უამრავი უცხოელი მოთამაშე იასპარეზებდა.მათ, DIMAYOR-ში (ჩემპიონატის სახელი) ფეხბურთელის გადმოსაბირებლად კარგი პირობები ჰქონდათ გამზადებული.მაშასადამე, ახალგაზრდა ალფრედო გადაბარგდა ბოგოტაში, სადაც 12 ათას დოლარი დაუნიშნეს წლიური ხელფასის სახით ("რივერში" 3 ათასი ჰქონდა).

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიაში, ინგლისელების, არგენტინელების, ბრაზილიელებისა და სხვა ეროვნების მოთამაშეების მასომრივმა შედინებამ, პრობლემები შეუქმნა "ფიფას."ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოსებმა, კოლუმბიაში სათამაშოდ წასულ ფეხბურთელებს ქვეყნის გარეთ ამხანაგური შეხვედრის გამართვა აუკრძალეს.

1951 წელს საფეხბურთო სამყაროში შემოვიდა კანონი, რომელიც Pacto de Lima-ს სახელითაა ცნობილი.ახალად მიღებული ნორმის თანახმად, მოთამაშეეს, რომლებიც სხვა გუნდებში იყვნენ გადასულნი მხოლოდ 1954 წლის 15 ოქტომბრამდე შეეძლოთ იქ დარჩენა.შემდეგ, ისევ მშობლიურ კლუბში უნდა დაბრუნებულიყვნენ, ანუ გაყიდული ფეხბურთელი ისევ გამყიდველის საკუთრება ხდებოდა.

1952 წლის მარტში, "რეალის" ორგანიზებით, მადრიდში გაიმართა ტურნირი 3 კლუბს შორის."ბლანკოსთან" საპაექროდ, შვედური "ნორკოპინკი" და "მილიონარიოსი" ჩამოვიდნენ ესპანეთის დედაქალაქში."მილონერებმა" 2-2 ითამაშეს შვედ ფეხბურთელებთან, ხოლო 2-4 ძლიეს მასპინძლებს.ნიშანდობლივია, რომ კოლუმბიელების 6 გოლიდან, 3 ამომავალი ვარსკვლავის, დი სტეფანოს ანგარიშზე იყო, რომლის თამაშითაც მოიხიბლა დონ სანტიაგო ბერნაბეუ და სტადიონზე მყოფი ხოსე სამიტიერი, რომელიც იმდროს "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში მუშაობდა.

1952 წლის ზაფხულში, მადრიდელებმა 4 ამხანაგური დაპირისპირება გამართეს კოლუმბიელებთან.2 ბოგოტაში შედგა, ხოლო ორიც კარაკასში, სადაც უწინ საკლუბო ტურნირი იმართებოდა.აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში გუნდები ბოლომდე იბრძოდნენ მოედანზე.ერთ-ერთი დაპირისპირებაში პანიოსა და ალფრედოს შორის ისე დაძაბულა ურთიერთობა, რომ მსაჯს მოედნიდან გაუძევებია ორივე.ხშირი თამაშების ფონზე, დონ სანტიაგოსა და "მილიონერების" პრეზიდენტს, ალფონსო სენიორს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.ალბათ, გაიფიქრეთ, რომ ეს ყოველივე ალფრედოს გზას უხსნიდა მადრიდისკენ, თუმცა როგორც ზემოთ გითხარით, კოლუმბიაში კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელი "რივერ პლეიტის" საკუთრება გახდებოდა და აქედან გამომდინარე, ესპანელებს სწორედ არგენტინელებთან უნდა გაერკვიათ ტრანსფერის დეტალები.

1952 წელი იყო, როდესაც დი სტეფანომ უკმაყოფილება გამოთქვა კოლუმბიაში საკუთარ ყოფაზე და სამშობლოში დაბრუნდა.1953 წელს, "ბარსელონას" შემტევი კუბალა, ტუბერკულიოზით დაავადდა.კატალონიელები უნგრელის შემცვლელის ძიებაში იყვნენ.1953 წლის მაისში, 80 ათასი დოლარის სანაცვლოდ, "რივერ პლეიტიდან" ალფრედო დი სტეფანო ჩაიყვანეს ბარსელონაში."კულეებმა" თითქოსდა საკადრო პრობლემები მოაგვარეს, მაგრამ საქმეში ჩაერთო "ფიფა," რომლის წარმომადგენლობამაც დი სტეფანოს მოედანზე გასვლა აუკრძალა.ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ფეხბურთელი 1954 წლის 15 ოქტომბრამდე, "მილიონარიოსი" საკუთრებაში რჩებოდა, აქედან გამომდინარე, "რივერს" 1953 წელს არ შეეძლო მისი გაყიდვა.სიტუაციაში მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც "მილიონერების" ბოსმა გოლეადორში 27 ათასი დოლარი მოითხოვო.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სენიორის მოთხოვნილი თანხა გადაიხადა "რეალმა" და არა "ბარსელონამ."ფეხბურთელის ირგვლიც დიდი ქაოსი დატრიალდა.განვითარებული მოვლენების გამო, ის არცერთ კლუბს აღარ ეკუთვნოდა, მეტიც "ფიფამ" ამხანაგურ შეხვედრებშიც არ მისცა მას თამაშის უფლება.

კურიოზული სიტუაციიდან გამოსავალი ესპანეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა და ფიფამ ერთად მოიძიეს.მათ ალფრედოს ნება დართეს, 2 სეზონი "რეალში" გამოსვლისა, ხოლო 2 "ბარსაში."მარტივად რომ ვთქვათ, ჯერ მადრიდისტა უნდა გამხდარიყო, ხოლო შემდეგ "კულე."

1953-53 წ.წ. სეზონში, "ელ კლასიკომდე" 2 დღით ადრე, "ბარსელონამ" "რივერთან" ურთიერთობის ვერდალაგების გამო, გადაწყვიტა 2 მილიონად სამეფო კლუბისთვის მიეყიდა 2 წლის შემდეგ ასამოქმედებელი საკუთარი უფლება დი სტეფანოზე (ანუ მოთამაშე 2 სეზონის შემდეგაც მადრიდში იქნებოდა).ამის შემდეგ შედგა მადრიდულ-კატალონიური ჯახი, რომელშიც "თეთრებმა" 5 უპასუხო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეს.

დი სტეფანოს გამადრიდელებმა, "რეალს" მხოლოდ 2 ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული, ხოლო თუ როგორ შეიცვალა სიტუაცია არგენტინელის მოსვლის შემდეგ, ჩემზე უკეთ იცით.

ერთი სიტყვით, "მილიონერებმა" მადრიდში ჩამოსვლით, "რეალისა" და შეიძლება ითქვას, მთელი ესპანეთის საფეხბურთო ისტორია შეცვალეს...

ინფორმაციის წყარო: elpais.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (77)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)