გრანერო: "მოუმ მირჩია "ქპრ""
![გრანერო: "მოუმ მირჩია "ქპრ"" გრანერო: "მოუმ მირჩია "ქპრ""](http://www.picz.ge/img/s2/1209/25/9/993ec6f67242.gif)
ესტებან გრანერო ზაფხულის სტარანსფერო ფანჯარაზე ნისლიან ალბიონზე გადაბარგდა.მადრიდისტა ფიქრობს, რომ "ქპრ"-ში გადასვლით სწორი არჩევანი გააკეთა.ამის შესახებ "ელ პირატი" The Daily Star-ს ესაუბრა.
"მართალია, რომ მოურინიომ კლუბის არჩევაში დამეხმარა.ის დარწმუნებულია ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.ჟოზე ფიქრობდა, რომ ბედნიერი ვიქნებოდი ინგლისში და დიდ სიამოვნებას მივიღებდი პრემიერ ლიგისგან."ქპრ"-სა და მარკ ჰუგის შესახებ ბევრი დადებითი მესაუბრა."
"ცხოვრების უდიდესი ნაწილი მადრიდში გავატარე და ადვილი არ იყო იქედან წამოსვლა, თუმცა ახალი გამოწვევისთვის მზად ვიყავი."
"ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ პრემიერ ლიგაში ვითამაშებდი."ქუინ პარკ რეინჯერსი" კარგი გუნდია.ვფიქრობ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო ვიქნებით დიდ ბრიტანეთში."
ინფორმაციის წყარო: as.com
- 24 სექტემბერი 2012
- 2 050
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.