მოურინიო: "უკეთესად შეგვიძლია თამაში"
სამეფო კლუბის დამრიგებელმა, "ვალეკასზე" გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"გუნდი ჰგავდა გუნდს, მაგრამ უკეთესად შეგვიძლია თამაში.რომ არა ქომაგების ერთგულება, შესაძლებელია "ხეტაფე" გამეორებულიყო.ვფიქრობ, შერჩეული პოზიცია მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ პრობლემების გარეშე მოვიგეთ."
"გუშინდელი სიტუაცია საკმაოდ უცნაური გამოდგა.მწვანე მინდორზე გადიხარ სათამაშოდ, გახურების შემდეგ გგონია, რომ მსაჯის სადაცაა ჩასტვენს, თუმცა სახლში ბრუნდები და არ იცი როდის შედგება თამაში, თუმცა აღნიშნული გარემოება ორივე გუნდისთვის იყო.ვფიქრობ, სირთულეები დავძლიეთ.ვგონებ, მაღალი ხარისხის თამაში არ იყო, მაგრამ კარგად გამოვედით."
"განვლილ მატჩში დიდ ზეწოლას განიცდიდა გუნდი.დიდებული შანსები გავანიავეთ.მეტოქემ მხოლოდ რამდენიმე მომენტის შექმნა მოახერხა.მათ კონტრ-შეტევები და არბელოას შეცდომა ჰქონდათ მხოლოდ."
"შარშან, გოლის გატანასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ წელს ამ მხრივ ცუდი სიტუაციაა.უნდა გამოვასწოროთ."
ინფორმაციის წყარო: as.com
- 24 სექტემბერი 2012
- 2 327
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.