კარიმი თანდათან "ბრუნდება"

კარიმ ბენზემამ გოლების გატანა დაიწყო.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონი ფრანგი ფორვარდისათვის არასახარბიელოდ დაიწყო.მეტიც, "ცხრიანს" სიტისთან" შეხვედრამდე, 900 წუთიან მშრალ სერიაზე ჰქონდა ხელი მოწერილი, მაგრამ როგორც იქნა, კარიმმა თვალები გაახილა და საკუთარი შთამბეჭდავი "ქამბექი" შემოგვთავაზა.რომ არა ბენზო, ვინ იცის, რამდენ ქულას ავიღებდით (ან ავიღებდით თუ არა) ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირნე გოლის გატანით არ დაკმაყოფილდა "მამალთა" შემტევი და "რაიოსთან" შეგდებული ბურთით, წლევანდელ ლა ლიგაზე თავისი ანგარიშიც გახსნა.აღსანიშნავია, რომ "ვალეკასზე" წესით და რიგით დუბლი უნდა მიწეროდა მას, თუმცა მსაჯის შეცდომის წყალობით, ერთი გოლი ჩამოჭრეს.

ინფორმაციის წყარო: marca.com

პ.ს იმედია, შემდეგგ ტურებშიც გააგრძელებს თავის გამოჩენას კარიმ ბენზემა, თორემ იგუაინის იმედზე ყოფნა, რომელიც მომენტს-მომენტზე ანიავებს, კარგს ვერაფერს მოგვიტანს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (77)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)