მარცხენა ფეხით
ეს ყველაფერი ისე მშვიდად მოხდა, რომ ამ თემის მიმართ, რაღაც დეფიციტური გრძნობა გამიჩნდა. არა, უფრო სწორედ, ეს გრძნობა დამაკლდა. ამიტომ გადავწყვიტე, "ორი სიტყვით" მაინც დავმშვიდობებოდი ჩვენს ლეგენდას.
დიახ, ჩვენს ლეგენდას, რადგან ის არ არის მსოფლიო ფეხბურთის მოვლენა, თუმცა არის ფეხბურთელი, რომელიც გახდა ლეგენდა, კლუბის საუკეთესო ეპოქაში თამაშის დროს, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს.
ერთი კითხვა მაქვს, რომელია უფრო კარგი - იყო საუკეთესო სოფელში, თუ ვიღაც სხვა, დედაქალაქში?
უნდა მოძებნო შედარებით სუსტი გუნდი და გახდე იქ ლეგენდა, ან დარჩე საუკეთესოში და იქ ეცადო თავის გამოჩენა და თუ ამ კლუბში ხარ თან «გამოზრდილი» ეს კიდევ ერთი პლიუსია.
შეიძლება არ იყო უმნიშვნელოვანესი, მაგრამ გახდე პუბლიკის რჩეული. იქნებ არ იყო პირველი, მაგრამ იყო გამორჩეული. შეიძლება არ ატარებდე ყოველ მატჩს ძირითადში, მაგრამ იყო შემავსებელი იქ, სადაც სიცარიელე გამოჩნდება(მან ერთი სეზონი სრულად, ფორვარდის პოზიციაზე გაატარა).
ნებისმიერშემთხვევაში უნდა ეცადო, მოძებნო შენი გუნდი, ის რომელშიც თავს ბედნიერად იგრძნობ.
ბევრს არ შეუძლია, მთელი კარიერა იყოს «მეთორმეტე ფეხბუთელი» და გახდეს დაუვიწყარი.
მერე რა, რომ არ იყო ძირითადში ფინალურ სტადიებში? ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ის არ იყო დიდებული?
ვსიო… დრო დადგა.. ასე იყო საჭირო.. ის უკვე 36-ის გახდა… ყველას თავისი დრო აქვს… და ის წავიდა…
მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი რამ მინდა ვთქვა. არ ვიცი, რამდენი მატჩი ჩაატარა სხვა გუნდის ფორმით. არ ვიცი, რამდენი გოლი აქვს გატანილი, როცა მას არ ეცვა "თეთრი მაისური". ნებისმიერშემთხვევაში, მის გულში ყოველთვის ეწერა დიდი ასოებით, თეთრად - «მადრიდის რეალი». და ჩვენს - მადრიდისტების გულებში ყოველთვის დარჩება "ქერათმიანი ხულიგანი"-ს სახელი - გუტი. ის დაწერილია მარცხენა ფეხით და არასოდეს წაიშლება…
სტატია დაწერილია dato818-ის მიერ.
- 24 სექტემბერი 2012
- 2 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.