დროზე შეთანხმება ვერ ხერხდება
"რაიოსა" და "რეალის" გადადებული მატჩი დღესვე უნდა შედგეს, თუმცა რომელ საათზე, არავინ იცის.
"რაიოსა" და "რეალის" ხელმძღვანელობამ მოთათბირების შემდეგ უნდა გამოავლინონ მატჩის დაწყების დრო, თუმცა "მრგვალ მაგიდასთან" კონსესუსის მიღწევა შეუძლებელია.მასპინძლებს 22 საათი (თბილისი დროით) აწყობთ, ხოლო სტუმრებს 19 (თბილისის დროით).
პარდესას განცხადებით, "არავინ იძლევა გარანტიას, რომ საღამოს ყველაფერი მწყობრში იქნება." საპირისპიროს ამბობენ "რაიოს" ბანაკში.მთავარი მნწვრთნელის აზრით "ყველაფერი როგორც წესია მოგვარდება.შესაბამისად, გასათვალისწინებელია გულშემატკივრების პოციზიაც (იგულისხმევა, რომ ორშაბათი სამუშაო დღეა და 19 საათზე ქომაგები ვერ შეძლებნ სტადიონზე მოსვლას)."
ამასთანავე, ფედერაციის წარმომადგენელმა 22 საათისთვის დაანონსა პაექრობა, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ფედერაციას ამის შესახებ.
ინფორმაციის წყარო: marca.com
პ.ს. აღნიშნული სტატიის დაწერის დროს, ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, თუ როდის აიღებდა სტარტს დაპირისპირება.
- 23 სექტემბერი 2012
- 2 004
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.