"რაიო" ბოლო 15 წელი უშანსოდაა
როგორც იცით, სამეფო კლუბის მომავალი მეტოქე, "რაიო ვალეკანოა."
ისტორიულად "რაიო ვალეკანო" ცნობილია, როგორც "გრანდების რისხვა."პრიმერა დივიზიონში სადებიუტო წელსვე, მშობლიურ "ვალეკასზე," წითელ მაისურებში (თეთრი ზოლით) გამოწყობილმა ფეხბურთელებმა, ესპანეთის ყველა გრანდი, პირში ჩალაგამოვლებულნი დატოვეს ("რეალი," "ბარსელონა," "ატლეტიკო," "ატლეტიკი," "ვალენსია," სევილია").აღნიშნული სეზონის შემდეგ, მადრიდელები იმავე ტემპში ვერ აგრძელებენ, თუმცა დროგამოშვებით მაინც აწუხებენ "ტიტანებს."
"რაიოს" არცთუ სახარბიელოდ აქვს საქმეები "რეალთან.""თეთრების" წინააღმდეგ, მათი ბოლო გამარჯვება 15 წლის წინ ფიქსირდება - 1997 წელის 19 თებერვალს, ლა ლიგის 25-ე ტურში, მინიმალური ანგარიშით ძლიეს კაპელოს შეგირდებს.მას შემდეგ, "რაიო" 10-ჯერ შეერკინა თანაქალაქელებს, თუმცა 9 შემთხვევაში მარცხი განიცადა, ხოლო მხოლოდ ერთხელ ფრეს დაჯერდა.
მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსს" სასიამოვნო სტატისტიკა აქვს მომავალ მოწინააღმდეგესთან, "ვალეკასზე" ადვილი გასეირნების მოწყობა მაინც სირთულეს წარმოადგენს.ამ ხნის განმავლობაში, "რეალმა" ერთხელ მოახერხა მეტოქის განადგურება სტუმრად - 2001 წ. 0-3.დანარჩენ შემთხვევაში, მუდამ უშეღავათო ბრძოლა მიდიოდა გუნდების შეხვედრებში.
ინფორმაციის წყარო: realmadrid.ru, marca.com
- 22 სექტემბერი 2012
- 1 738
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.