დამატებითი სავარჯიშო იკერისთვის
ამ დღეების განმავლობაში, იკერ კასილიასმა მოურინიოსგან დამატებითი სავარჯიშო მიიღო.
ვალდებებასზე ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ, "კაპიტანი" რონალდუსთან, დი მარიასთან და რამოსთან ერთად არ ტოვებდა მოედანს.იკერს თანაგუნდელები საჯრიმო დარტყმებში ავარჯიშებდნენ."განსაკუთრებული" კარის დარაჯს "რაიოსთან" დაპირისპირებისთვის ამზადებს.მან კარგად იცის რომ მეტოქის რიგებში ირიცხება ტრაორასი, რომელიც შესანიშნავად ასრულებს სტანდარტულ მდგომარეობებს.
აღსანიშნავია, რომ 2 წლის განმავლობაში, პორტუგალიელი დამრიგებლისთვის სტანდარტული მდგომარეობები თავის ტკივილად იქცა.გავიხსენოთ შარშანდელი სეზონის მიწურული, როდესაც კასორლასა და სენას წყალობით, "რეალმა" 4 ქულა გაუშვა ხელიდან.ამ მხრივ, არც მიმდინარე სეზონში გაუმჯობესებულა სიტუაცია.პრიმერა დივიზიონშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც, მეტოქეები "სტანდარტულებით" გვლაშქრავენ ("ხეტაფესთან," "ვალენსიასთან," "სევილიასთან" და "სიტისთან" გაშვებული ბურთები).
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 22 სექტემბერი 2012
- 3 182
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.