"გვადალახარა" 3-4 "კასტილია"
ეესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-6 ტურის მატჩები გაიმართა.
ალბერტო ტორილის შეგირდები, ამჯერად, სტუმრად, "დეპორტივო გვადალახარას" დაუპირისპირდნენ.მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა.ახალგაზრდა მადრიდისტებმა შეხვედრის დებიუტში, მე-13 წუთზე მოახერხეს დაწინაურება.ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, ხესე როდრიგესმა ლამაზი გოლი ჩაიწერა აქტივში.დაცვაში უყურადღებობის გამო 34-ე და 52-ე წუთებზე, მასპინძლებმა გოლები შეგვიყარეს, რასაც ხესემ, დენისის კარგი გადაცემის შემდეგ, გოლითვე უპასუხა.67-ე წუთზე, თავად ჩერიშევმა მოახერხა გუნდის წინ გაყვანა.რუსმა შემტევმა მორატას სწორი პასი გამოიყენა.სტუმრების დაწინაურებას ვერ შეეგუა "გვადალახარა" და 69-ე წუთზე ალვარომ საჯარიმო დარტყმიდან შესანიშნავი გოლი შეაგდო.სასიხარულოდ, დაპირისპირებაში საბოლოო აკორდი მადრიდისტებმა დასვეს.81-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან გაისროლა მოსკერამ და უშანსოდ დატოვა მოწინააღმდეგე კიპერი.
"კასტილიის" სასტარტო შემადგენლობა: ხესუსი, ფაბინიო (მატესოი), კასადო, ივანი, ნაჩო, მოსკერა, ხოსე როდრიგესი, დენისი, ხუანფრანი (ოსკარ პლანო), ხესე და მორატა.
გოლები: 0-1 ხესე [13'], 1-1 აიტორი [34'], 2-1 აზკორა [52'], 2-2 ხესე [55'], 2-3 დენისი [67'], 3-3 ალვარო [69'], 3-4 მოსკერა [81']
ამრიგად, მე-6 ტურის შემდეგ, კასტილიელები 9 ქულით მე-10 ადგილს ჯერდებიან.
- 22 სექტემბერი 2012
- 2 889
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.