ხემესი: ""რეალის" დამარცხება მხოლოდ სიმამაცის ხარჯზეა შესაძლებელი"
"რაიო ვალეკანოს" მთავარმა დამრიგებელმა პაკო ხემესმა, ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კარიერის დროს, "რაო ვალეკანოს" რიგებიდან, ხემესს, 1992 წელს, 2-0 ჰყავს დამარცხებული "თეთრები."
"ასეთი ტიპის მატჩებზე, ფეხბურთელების მოტივაციას არ ვეხები, პირიქით, ვცდილობ მათ დამშვიდებას.ისინი დიდი მოლოდინით არიან აღსავსვე."
"ჩემი სურვილია თითოეულ შეხვედრაში მამაცი შეგირდები ვიხილო.გასულ უიქენზე "ატლეტიკოს" ვეთამაშეთ.პირველ ტაიმში არ შევუტიეთ, რამაც ძალიან გამაბრაზა.მეორე ნახევარში, იერიშების წარმოების შემდეგ, გოლების გატანა მოვახერხეთ და ახლოს ვიყავით ფრესთან.ვიმედოვნებ, რომ ანალოგიურ შეცდომებს ხვალ არ გავიმეორებთ."
"რეალის დამარცხება მხოლოდ სიმამაცის ხარჯზეა შესაძლებელი.მოგება ძალიან დიდ სტიმულს მოგვიტანს.მინდა ჩამოვაყალიბო გუნდი, რომლისგანაც ყოველთვის სიურპრიზები იქნება მოსალოდნელი.ვაპირებთ 3 ქულა ავიღოთ გუნდთან, რომელიც ბოლო დროს არაკომფორტულად გამოიყურება, თუმცა ისიც გვესმის, რომ ადრე თუ გვიან "თეთრები" გამოფხიხლდებიან."
"მხოლოდ რონალდუს განეიტრალებაზე ფიქრი არასწორი იქნება.ასეთ შემთხვევაში წაგება გარდაუვალია."რეალის" ყველა მოთამაშე დიდ ყურადღებას იმსახურებს."
"რამოსი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრია, თუმცა არანაკლებ მოხიბლული ვარ ვარანის გამოსვლით."
ინფორმაციის წყარო: as.com
- 22 სექტემბერი 2012
- 1 450
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.