მოუ: ""ვალეკანოსთან" ჩვენი შანსები მაღალია"
სამეფო კლუბის დამრიგებელმა, "რაიოსთან" მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა.
"ნამდვილად გახარებული ვარ "მან.სიტის" წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრით.კმაყოფილი ვარ დღევანდელი სავარჯიშო სესიით.ვგონებ, ჩვენი შანსები "რაიოს" წინააღმდეგ საკმაოდ მაღალია.გასულ სეზონში რთული დაპირისპირება გავმართეთ "ვალეკასზე," მაგრამ გამარჯვება მოვიპოვეთ.რა თქმა უნდა, ადვილი გასეირნებაზე საუბარიც ზედმეტია."რაიო ვალეკანოსთან" თერთმეტეულს, ფეხბურთელების მოტივაციის დონიდან გამომდინარე შევარჩევ.ჩემი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ თუ გუნდი ბოლომდე არ დაიხარჯება, ვერ მოიგებს.სტადიონზე ატმოსფერო ჩვენთვის მძიმე იქნება.ერთი ქალაქის ორი გუნდის პაექრობა კარგი სანახაბა გამოდგება."
"როდესაც ჩემი შეგირდები ცუდად თამაშობდნენ, დამნაშავე მე ვიყავი, ხოლო როდესაც ისინი კარგად ათამაშედნენ, ეს მათი დამსახურებაა."მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, მათი ფიზიკური და მორალური მოტივაციის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი იყო.ვფიქრობ, ანალოგიური იქნება მომდევნო მატჩებშიც.დარწმუნებული ვარ, "რაიოსთან" სათანადოდ მოტივირებულნი გამოვლენ მოედანზე."
"სასტარტო შემადგენლობა ფეხბურთელებისთვისაც არარის ცნობილი, აქედან გამომდინარე ვერც პრესა იქნება ინფორმაცირებული.რამოსმა წინა შეხვედრა გამოტოვა.პეპე და ვარანი შესანიშნავანად გაისარჯნენ.ისინი სწრაფად და საიმედოდ მოქმედებდნენ მთელი მატჩის განმავლობაში.ამასთანავე ნიშანდობლივია, რომ გაშვებულ ბურთებში მათ წვლილი არ მიუძღვით.პირველი გოლი კონტრ-შეტევით მივიღეთ, რაც საყრდენების კისერზეა, ხოლო მეორე სტანდარტულიდან."
"რატომ არავინ საუბრობს ვარანიზე, როდესაც 1 კვირის წინ პრესა წერდა, რომ ის დეპრესიაშია.19 წლის ფეხბურთელმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მიეღო მაქსიმალური მნიშვნელობის პაექრობაში.ის ფანტასტიკურად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს არავის აღუნიშნავს.თქვენ გამუდმებით წერთ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც არ თამაშობენ.ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც მე მეკუთვნის, დიდი ფიქრის შემდეგ არის მიღებული.უცნაურია, რომ ყოველთვის უთამაშებლებზე საუბრობთ."
ჟოზეს კითხვა დაუსვეს, კასილიასის არმონწაილეობაზე რონალდუს გოლის აღნიშვნაში (როგორც იცით, იკერმა ამით პატივი მიაგო პოლონელ ბიჭუნას, რომელიც მისი დიდი ფანი იყო და შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა): "ნებისმიერი ადამიანი განსხვავებულად გამოხატავს საკუთარ რეაქციას ამა თუ იმ ფაქტზე.ბევრჯერ გაგვიტანია მნიშვნელოვანი გოლი, მაგრამ არ აღმინიშნავს.ყველაზე მთავარია ბურთის ბადეში გახვევა და დაფიქსირებული შედეგი.გარწმუნებთ, რომ თამაშის შემდეგ ყველანი უსაზღვროდ გახარებულნი ვიყავით?
"გულშემატკივრები ეკონომიკური კრიზის გამო გასვლით შეხვედრებში ვერ ახერხებენ წამოსვლას და აქედან გამომდინარე, აღნიშნულ თემაზე საუბარი ზედმეტი იქნება."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 22 სექტემბერი 2012
- 1 949
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.