იკერის ცუდი სტარტი
იკერისთვის მიმდინარე სეზონი საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო...
მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალმა" უკვე 7 შეხვედრა ჩაატარა - 2 სუპერთასზე, 4 "პრიმერაში" და ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე. ცხადია, შვიდივე შეხვედრაში კარის სადარაჯოზე იკერ კასილიასი გახლდათ, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მან მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს წარმატებით გაართვა თავი. "ბლანკოსის" კაპიტანმა შვიდიდან მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა("გრანადასთან"). ჯამში კი მან 10 გოლი მიიღო, რაც ძალიან ცუდი შედეგი გახლავთ.
სუპერთასის ორმატჩიან დუელში კასილიასს ჯამში 4-ჯერ მოუწია კარიდან ბურთის გამოტანა, 2-2-ჯერ იგი "ხეტაფესა" და "სიტის" ფეხბურთელებმა დაამწუხრეს, ხოლო თითო-თითოჯერ მან გოლი "სევილიასა" და "ვალენსიასგან" მიიღო.
- 22 სექტემბერი 2012
- 2 459
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.