მოურინიო მორიგი პრობლემის წინაშე?!
სეზონი მადრიდის "რეალისთვის" სუპერთასის მოგებით დაიწყო, თუმცა "ლა ლიგაში" გუნდი კატასტროფულ მდგომარეობაშია - 4 ტურში მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულა. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ცხადია ცდა არ დააკლეს, რომ წაგებული და ფრედ დასრულებული შეხვედრები გადაერჩინათ, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ გუნდის სატურნირო მდგომარეობა საშინელი თამაშიდან გამომდინარეა. ეს განსაკუთრებით დაცვის ხაზზე ითქმის.
"ვალენსიასთან", "ხეტფესა" და "სევილიასთან" მიღებულ გოლებში დაცვის ხაზის "წვლილი" უდიდესია. გავიხსენოთ ეს სამივე შეხვედრა. პირველ ტურში "ვალენსიასთან", ჯარიმიდან შესრულებული ჩაწოდების შემდგომ ჯონასმა თავური დარტყმით დალაშქრა კასილიასის კარი. "ხეტაფესთან" ვალერა დარჩა მარტო ბურთთან და აგრეთვე თავური დარტყმით გაიტანა. ანალოგიურად განვითარდა მოვლენები "სევილიასთანაც", კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მარტოდმარტო მყოფი ტროკოვსკი შეეგება და იკერს შანსი არ დაუტოვა...
შეიძლება ეს სამი გოლი ერთმანეთს შესრულების მხრივ საერთოდ არ გავდეს, თუმცა მათ საერთო ნამდვილად აქვთ. სამივე მათგანში მცველთა შეცდომა თვალსაჩინოა. შეიძლება ეს შეუთანხმებლობას ან სხვა რამეს დავაბრალოთ, თუმცა 4 შეხვედრაში 3-ჯერ მსგავსი რამ არათუ მადრიდის "რეალში", არამედ არც სხვა უფრო დაბალი დონის კლუბში არ უნდა ხდებოდეს.
ცხადია, ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს და რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა პორტუგალიელი სპეციალისტი ამ კუთხით უკვე ავარჯიშებს ფეხბურთელებს....
- 21 სექტემბერი 2012
- 3 635
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.