"ჰაკერი" მოურინიო
- "კლუბის ღირსეული ტიტული ესაა მოკვდე მოედანზე და ეს უბრალო ფილოსოფია როდია."
- ის ამართლებს რამოსის სათადარიგოთა სკამზე დატოვების გადაწყვეტილებას: "ეს სპორტული გადაწყვეტილებაა"
მოურინიო პრესკონფერენციაზე სხვანაირად წარსდა. ჰალსტუხი ცოტათი მოშვებული ქონდა, კოსტიუმი მოუწესრიგებელი. ჩანდა, თითქოს ის არც გაჩერებულია, თითქოს კრიშტიანუს გოლის შესანიშნავი და საკმაოდ ემოციური აღნიშვნის შემდეგ მორბოდა. იმ გოლის შემდეგ, რომელმაც ტრიბუნებზე ეიფორია გამოიწვია და გუნდს საკმაოდ დიდი ძალა შემატა. გუნდს, რომელმაც ბოლო პერიოდის მანძილზე საკმაოდ ცუდი ზეწოლა და დროება გადაიტანა. მოურინიო სრულად შეიცვალა. თუ ორშაბათს პრესკონფერენციაზე მისი მთავარი სამიზნეები თავისი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც მან საკმაოდაც გააკრიტიკა, აი სამშაბათ საღამოს, ის კვლავ დაუბრუნდა თავის ძველ შეყვარებულს "პრესას": "როცა ანგარიში გახდა 3:2 მე გონებაში წარმოვიდგენდი ბევრ ჟურნალისტს, რომლებიც თავიანთ შეფასებებს და მოხსენებით ბარათებს შლიდნენ კომპიუტერიდან და ახლის წერას იწყებდნენ" - გაიმეორა მან ორჯერ. პორტუგალიელი ნამდვილი ნათელმხილველი გამოდგა, მან სრულად გამოიცნო კრიტიკა, რომელიც უკვე ეძღვნებოდა მის საეჭვო გადაწყვეტილებას "სიტის" წინააღმდეგ საკმაოდ მოულოდნელი სასტარტო შემადგენლობის დაყენებას. მან იცოდა, რომ თითქმის ვერავინ ვერ გაიგებდა მის "გადაწყვეტილებას" სერხიო რამოსის ნაცვლად მოედანზე ახალგაზრდა, გამოუცდელი ვარანის გამოყვანის თაობაზე. "იგუაინზე ფსონის გაკეთება, მარსელოს მოედანზე გამოჩენა, როცა კოენტრაუ სრულიად ჯანმრთელი იყო..." - ასე და ამგვარად , მან თავად გააგრძელა იმ სტატიების გაშიფვრა, რომლებიც მისი აზრით, მზად იყო პირდაპირ ფინალური სასტვენის შემდეგ გამოქვეყნებულიყო, როგორც მას ინფრომაციულმა პირატმა განუცხადა და მოახსენა: "მე მყავს ჰაკერი, რომელმაც ნახა თქვენი სათაურები და განმიცხადა მე: - იხუმრა მან მანამ, სანამ დაემშვიდობებოდა მედიას, ბოლოს კი ირონიულად დაამატა მთელი აუდიტორიის გასაგებად: "წარუმატებლობას გისურვებთ"
ბოლო რამოდენიმე კვირაა, რომლის განმავლობაშიც "მადრიდის რეალი" ამერიკულ მთებზე დადის, არ აკონტროლებს რა სიტუაციას, მისი მთავარი გმირები ერთმანეთს თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვლიან. კრიშტიანუს ნაღვლიანობა არასწორი გამოდრ; უბრალოდ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეხვედრა ყოფილა საჭირო... მოულოდნელად ყველა მადრიდისტამ თავისი მზერა სერხიო რამოსის სერიოზულ სახეს მიაქცია, რომლისგანაც შექმნეს მსხვერპლი სეზონის დასაწყისის ყველაზე დასამახსოვრებელ და ღირშესანიშნავ ღამეს. ცენტრალური მცველი, გუნდის ვიცე კაპიტანი და კლუბის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი ყველასთვის გასაოცრად სათადარიგოთა საკმაზე დარჩა.. ის დამნაშავეა? რამოსი ერთ-ერთია იმ გოლთაგან, რომელზეც მან თქვა: "ისინი არ არიან ფეხბურთზე კონცენტრირებულნი"? მოურინიომ კატეგორიულად უარყო ეს ვერსია: "ეს იყო სპორტული გადაწყვეტილება. ის არ თამაშობდა, ვინაიდან მე ვთვლიდი, რომ უმჯობესი იქნებოდა მას არ ეთამაშა. მე მინდა ყველაფერში გაგარკვიოთ, ვინაიდან რამოდენიმე თქვენგანი - კრიტიკის დარგში ექსპერტები არიან. მე მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს , ისევე როგორც მას ჩემთან და ეს სულაც არ იყო დისციპლინარული სასჯელი. მე ვთვლიდი, რომ ვარანესა და პეპეს გაწეული სამუშაო უფრო გვჭირდებოდა ამ საღამოს."
- 21 სექტემბერი 2012
- 2 789
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.