ეს მათი წესია

El Mundo-ს მიმომხილველი დავიდ ხუსტაო "მადრიდის რეალზე".

"მადრიდის რეალი" "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების პირველივე შეხვედრაში დაუპირისპირდა. ორივე გუნდა შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის სეზონი საკმაოდ დაძაბულად გახსნა. მას შემდეგ, რაც გუნდა ჩემპიონატი საშინლად დაიწყო, გაჩნდა მოსაზრება, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველივე შეხვედრაში დამარცხება შეიძლება გუნდი კრიტიკულ სიტუაციაში ჩაეგდო. ანუ , როცა "სიტიმ" ტურეს შესანიშნავი გარბენის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა და ანგარიშითაც დაწინაურდა, გაჩნდა მოსაზრება, რომ გულშემატკივრები, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი მოთხოვნადი ხასიათით და რომლებიც ვერ იტანენ ასეთ ჩავარდნებს , მატჩზე დასასწრებ აბონიმენტებს დემონსტრაციულად დაწვავდნენ. კოლაროვის მეორე გოლმა კიდევ უფრო დაამატა მოსაზრებები ამ ეჭვს, მაგრამ გულზე ხელი რომ დავიდოთ , ეს შედეგი დაუმსახურებელი იქნებოდა.

საბედნიეროდ, "მადრიდის რეალმა" დროზე გამოიღვიძა. ის, რაც მოედანზე ბოლო წუთებზე მოხდა , ნამდვილად რომ წააგავდა ბოევიკის სცენარს "ზღვის ლომების" მონაწილეობით, რომლებიც სპეცოპერაციის შესასრულებლად ემზადებიან, ხოლო ამ სპეცოპერაციას კი ვერავინ, ვერსად და ვერასდროს ვერ მონათლავს, როგორც დადგმულს. სწორედ ამ დროს მოახერხმა "მადრიდის რეალმა" თავისი თავის წარმოდგენა, თავისი ძალის აღდგენა, თავისი იმ შესაძლებლობების წარმოჩენა, რომელიც მეტოქეს ადგილზე აშეშებს, ყინავს , რომელსაც ბურთის ბურთზე ჩაჭრა მოყვება იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე თავისავე საჯარიმოს მიაჯაჭვო და თავად კი ვერტიკალური შეტევები აწარმოო. თუ ამას დავუმატებთ ხასიათს, რომელმაც მისცა საშუალება რეაგირება მოეხდინა მეტოქის ორგზის დაწინაურებაზე და თავდადებულ ბოლომდე ბრზოლის ჟინს, რომლითაც გუნდი იბრძოდა მოგებისთვს იმ მომენტამდე, სანამ არ მიაღწია მას რონალდუს ბრწყინვალე გოლის წყალობით. გამოდის, რომ ამ "მადრიდის რეალმა" შეძლო არამარტო იმ სულის დაბრუნება, რომლის არქონაზეც მისი მწვრთნელები აქტიურად მიუთითებდნენ ბოლო პერიოდში, არამედ ამ "მადრიდის რეალმა" დააბრუნა და გამოიძახა ის მითოლოგიური "ჩამარტინის სული", რომელსაც მართლაც რომ ძალუძს ბოლო წუთების უსაშველოდ გაწელვა და მისი იმაზე მეტად წარმოჩენა, ვიდრე უბრალოდ ერთი წუთი.

განსაკუტრებული ეპიზოდი იყო ხასიათის გამოვლენა. ის მოუს არჩევანში იყო გამოხატული, რომელმაც ფსონი გააკეთა იმ შემადგენლობაზე, რომელიც უმცირეს დემაგოგიასაც კი გამორიცხავდა, რისკზე წასული იმ მოთამაშეების გამო, რომლებიც მოედანზე გამოვიდნენ და იმათ გამოც, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე დასხდნენ. წაგების შემთხვევაში მას მასობრივი და ჯოჯოხეთური კრიტიკა ელოდა. "მადრიდის რეალმა" გაიმარჯვა თავისი კანონებისა და მოურინიოს კანონების მიხედვით, რომლებიც სულაც არ არის განსხვავებული, როგორც რამოდენიმე კრიტიკოსი თვლიდა. კრიშტიანუმ თავისი გარჯით და თამაშით, თავისი მონდომებით და თავისი გოლის აღნიშვნით დასცინა იმათ, რომლებიც იქ მის სასტვენად იყვნენ მოსულები.

  • shvela
  • 21 სექტემბერი 2012
  • 2 443
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)