რამოსმა ცალკე ივარჯიშა
მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ სერხიო რამოსი სათადარიგოთა სკამზე დასვა, ესპანელმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური ვარჯიშები დაიწყო. სიტისთან გამარჯვების შემდეგ პორტუგალიელმა მწვრთნელმა გუნდს ერთი დღით დასვენების საშუალება მისცა, მაგრამ რამოსი მაინც გამოცხადდა ვალდებებასზე და ინდივიდუალურად ემზადებოდა...
როგორც ჩანს ესპანელ ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა ნამდვილად არ სურს და იგი მაქსიმალურად ცდილობს ჟოზეს დარწმუნებას საკუთარ შესაძლებლობებში.
რაფაელ ვარანის ძირითადში გამოჩენა და რამოსის სკამზე დატოვება ნამდვილად შემაძრწუნებელი გახლდათ, როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე ინჩადასთვის, რომელიც ბერნაბეუზე იყო შეკრებილი.
- 21 სექტემბერი 2012
- 1 766
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.