მოურინიო: "ამ გუნდს აქვს მადრიდის "რეალის" დნმ"
სამეფო კლუბის დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, "სიტის" ძლევის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
"მე ვამაყობ ჩემი გუნდით, მიუხედავად ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგისა.ამ გუნდს მადრიდის "რეალი" დნმ-ი აქვს.დღევანდელ შეხვედრაში ფეხბურთელების გამარჯვების გამო სიკვდილისთვისაც მზად იყვნენ.ისინი სახლებში ძალზედ დაღლილნი დაბრუნდებიან, როგოც მოხდა მხოლოდ "ბარსასთან" შეხვედრის შემდეგ."
"ამაზე უკეთესად თამაში ძალიან რთულია.გუნდი 3 ქულისთვის ბოლომდე დაიხარჯა და ამით ბიჭები გახარებულნი არიან."რეალი" დიდი ხანია მე-10 ტიტულის მოლოდინშია.ჩვენ ამ მიზნისათვის ვიბრძოლებთ."
"საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოდგა.შეხვედრის მსველობისას ორჯერ მოგვიწია მდევრის როლში ყოფნა, თუმცა ორივეჯერ შევძელით სხვაობის გათანაბრება და მეტიც, ტაიმის მიწურულს წინ გავედით.სწორედ ეს არის მადრიდის "რეალი."სამეფო კლუბის დიადი ისტორია ფეხბურთელებს ვალდებულს ხდის, მსგავსი ფეხბურთი აჩვენონ მწვანე მინდორზე.მეც და ქომაგებიც მოთამაშეებისაგან ხარისხიანობას ვითხოვთ.ჩემს გუნდს ეს კომპონენტი ჰქონდა და მომავალშიც ექნება."
"საკმაოდ უხერხული ჯგუფი შეგხვდა.ადვილი გასეირნებები არსად გველის, ამიტომაც წარმოუდგენელია შარშანდელივით 18 ქულის დაგროვება."მან.სიტი" 1 წულისთვის ჩამოვიდა და სიმართლე გითხრათ, მეც მზად ვიყავი ამისთვის."
"სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით სერხიო რამოსი სათადარიგოზე დარჩა.ეს გახლდათ წმინდა საფეხბურთო გადაწყვეტილება.არ მინდა ვინმემ დაწეროს, თითქოს ანდალუსიელ მცველთან პრობლემები მქონდეს.ის უდავოდ სასტარო შემადგენლობის წევრია, თუმცა "სიტისთან" ვარანი-პეპეს ტანდემზე შევაჩერეთ არჩევანი."
"არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ აღნიშნავს გოლს, ნიშანდობლივია თვით შეხვედრა.ფეხბურთის მოყვარებულებმა დიდი სიამოვნება მიიღეს თამაშისგან.სამწუხაროდ, 1-2-ის დროს, ბევრმა ქომაგმა დატოვა სტადიონი.ეს ნამდვილად სამარცხვინო ფაქტია.შეგვეძლო წაგება, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ბიჭების თავდადება.ეს არის მადრიდის "რეალი."
"მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულისათვის ვიბრძოლებთ.ვნახოთ, ბოლოს რამდენ თასს მოვუყრით თავს.ფეხბურთი კარგია მაშინ, როდესაც მოედანზე მოთამაშე სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვის."
"მზად ვიყავი საფეხბურთო სამყაროს კრიტიკის ობიექტი გავმხდარიყავი, იმის გამო, რომ რამოსი სკამზე დავტოვე, მოედანზე კრეატიული ფეხბურთელი არ გამოვიყვანე, მარსელო კოენტრაუს ვამჯობინე და იგუაინს საწყისი წუთებიდან დავაწყებინე თამაში,,,ყველაფრისთვის მზად ვიყავი!"
- 19 სექტემბერი 2012
- 1 338
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.