"სიტი" "ბერნაბეუზე" ანშლაგით მოდის

როგორც იცით, 18 სექტემბერს, სამეფო კლუბი პირველ დაპირისპირებას გამართავს, 2012-2013 წ.წ. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

რასაკვირველია, ესპანეთის დედაქალაქში, შეხვედრისადმი ძალიან დიდი მოლოდინია, თუმცა როგორც ჩანს, არანაკლები განწყობა სუფევს ინგლისშიც.ცნობილი გახდა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სიტის" ქომაგებისთვის გამოყოფილი 3.600 ბილეთი, უკვე გაიყიდა (ბილეთის ფასი 50-დან 75 ევრომდე მერყეობს - ავტ.)მანჩესტერელი მსურველები გაცილებით მეტნი იყვნენ, თუმცა "უეფამ" სწორედ ამ რაოდენობის ადგილები გამოყო მათთვის.მადრიდში შიშობენ, რომ 18-ში ბევრი უბილეთო ინგლისელი ჩამოვა, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული.

2009 წელს, 2000-მდე "ლივერპულის" უბილეთო გულშემატკივარი ჩამოვიდა ესპანეთში.ამდენივე იყვნენ "ტოტენჰემის" ფანებიც 2011-ში.

ორშაბათს, "რეალის," "სიტისა" და "უეფას" წარმომადგენლები მრგვალ მაგიდასთან დასხდებიან.ისინი მომავალი შეხვედრის უსაფრთხოების გეგმაზე ითათბირებენ.გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ შერკინებაზე 1000 სამართალდამცავი დაამყარებს წესრიგს.

ცნობისათვის, "ბორუსია" - "რეალის," "აიაქსი" - "რეალის" & "აიაქსი" - "სიტის" მატჩების ბილეთები უკვე გაყიდულია.

ინფორმაციის წყარო: as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (77)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)