რა მოხდება ლა ლიგაში?

ამ უქმეებზე ლა ლიგაში გაიმართება მერვე ტური. "რეალი" ეცდება მორიგი სამი ქულის მოპოვებას "ხიხონის" წინააღმდეგ. "ბლანკოსის" უშუალო კონკურენტები "ბარსელონა" და "სევილია" შესაბამისად "სარაგოსასა" და "ესპანიოლს" დაუპირისპირდებიან.

"ვალიადოლიდთან" 4:2 გამარჯვების შემდეგ "სამეფო კლუბი" სტუმრად გამართავს შეხვედრას "ხიხონთან". ამ უკანასკნელს ხასიათს ის უმაღლებს, რომ წინა ტურში "სან მამესზე" დაამარცხეს "ბილბაო".

"სპორტინგი"–"რეალის" გარდა ამ დღეს გაიმართება ორი მატჩი. "ატლეტიკო" შინ მიიღებს "მალიორკას" და ეცდება გაიმარჯვოს. "სევილია" კი "სანჩეს პისხუანზე" "ესპანიოლს" უმასპინძლებს.

დარჩენილი შვიდი მატჩი კვირას გაიმართება. ხუთი შეხვედრა 19:00–ზე დაიწყება. ორი საათის შემდეგ უგო სანჩესის "ალმერია" "ვალენსიას" შეერკინება. ტურს დაასრულებს მატჩი "ბარსელონასა" და "სარაგოსას" შორის, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართება 23:00–ზე.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

  • faqo
  • 22 ოქტომბერი 2009
  • 1 843
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)