ბენზემას იმედები და გეგმები
კარიმ ბენზემამ, ფრანგულ გამოცემებთან საკუთარ გეგმებსა და იმედებზე ისაუბრა, მისი ოცნება ლა ლიგის ბომბარდირობა გახლავთ, ახალგაზრდა შემტევის თქმით იგი ყველაფერს გააკეთებს უამრავი გოლის გასატანად...
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მადრიდის "რეალის" რიგებში უამრავი გოლის გატანა, მსურს ლა ლიგის ბომბარდირი გავხდე, ამისთვის ყოველდღიურად ბოლომდე ვიხარჯები, ვარჯიშებზე ძირითადად კარში დარტყმებით ვკავდები, მეტოქეთა კარის ჩემი ყველაზე მთავარი ამოცანაა."
"მიმდინარე სეზონი ახლა დაიწყო და ყველაფერი წინ არის, დარწმუნებული ვარ უამრავი გოლის გატანას მოვახერხებ, ჩემი მიზანი ესპანეთის პრიმერაში მინიმუმ 30 გოლის გატანა გახლავთ."
"დარწმუნებული ვარ "ბლანკოსის" შემადგენლობაში ძალიან ბევრი ტიტულის მოგებას მოვახერხებ, ამ გუნდს უდიდესი მიზნები აქვს, რომლის განხორციელება თავისუფლადაა შესაძლებელი."
"უბედნიერესი ვიქნები, თუ ჩემპიონთა ლიგის ჯფუფურ ეტაპს წარმატებით გადავლახავთ, შემდეგ კი მეათე ტიტულისთვის ვიბრძოლებთ, მთავარია მონდომება, დანარჩენი ყველაფერი გვაქვს, რითიც წარმატების მიღწევას შევძლებთ."
- 11 სექტემბერი 2012
- 1 650
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.