იგუაინი - შვიდიდან ექვსი
ალბათ, დამეთანხმებით, რომ გონსალო იგუაინმა მიმდინარე სეზონი ნამდვილად ჩინებულად დაიწყო.
არგენტინელმა გოლეადორმა, 7 ჩატარებული თამაშიდან 6-ში შეძლო თავის გამოჩენა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რიგ შემთხვევებში მისი გოლები გადამწყვეტი ხასიათის იყო.
პიპიტამ 3 გოლი პრიმერაში შეაგდო, 1 ესპანეთის სუპერ თასზე, ხოლო 2 არგენტინის ნაკრების მაისურით, მუნდიალის შესარჩევ ციკლში.ნიშანდობლივია, რომ სეზონის სტარტის ბომბარდირებს შორის, მადრიდისტა მესამე პოზიციაზეა.ოფიციალურ დაპირისპირებებში გატანილი გოლებით, ფალკაო ლიდერობს (8), მას კი მესი მოყვება (7).
ამასთანავე ისიც აღსანიშნავია, რომ ამგვარი მაჩვენებლით იგუაინი "რეალის" სასტარტო შემადგენლობას იბევებს.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 11 სექტემბერი 2012
- 1 789
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.