სანაკრებო ბატალიები - პიპიტამ არგენტინა მარცხისგან იხსნა

როგორც იცით, გუშინ ეროვნულმა ნაკრებებმა დაპირისპირებები გამართეს.აღნიშნულ სტატიაში მადრიდისტების გამოსვლის შესახებ მოგახსენებთ.

საქართველო 0-1 ესპანეთი (თბილისი, საქართველო)
ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანა "დინამო არენაზე."ვისენტე დელ ბოსკეს პირველი წუთებიდან ბოლომდე, 4 მადრიდისტა ჰყავდა საქმეში (კასილიასი, ალონსო, რამოსი და არბელოა)."წითლებმა" მატჩის განმავლობაში რამდენიმე მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს მოახერხეს.ქართველთა კარში გამარჯვების ბურთის ავტორი, "რეალის" აკადემიის აღზრდილი, რობერტო სოლდადოა.

ავსტრია 1-2 გერმანია (ვენა, ავსტრია)
მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში, ავსტრიელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს გერმანელებს.ლიოვის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით ძლიეს მეტოქეს, რაშიც წვლილი მესუთ იოზილმაც შეიტანა.ამ უკანაკნელმა თერთმეტ მეტრიანის ნიშნულიდან მოახერხა თავის გამოჩენა.ის და სამი ხედირა 90 წუთის განმავლობაში თამაშობდნენ.

პორტუგალია 3-0 აზერბაიჯანი (ბრაგა, პორტუგალია)
თავისი შეხვედრა მოიგეს პორტუგალიელებმაც.მთელი თამაშის განმავლობაში მწვანე მინდორზე დარბოდნენ პეპე კოენტრაუ და რონალდუ.

საფრანგეთი 3-1 ბელორუსია (პარიზი, საფრანგეთი)
კარიმ ბენზემა "მამალთა" რიგებში ერთ-ერთი აქტიური იყო.მართალია გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამო დეშანმა 90 წუთი დატოვა მინდორზე.

ბელგია 1-1 ხორვატია (ბრიუსელი, ბელგია)
ლუკა მოდრიჩის ეროვნული ნაკრები მხოლოდდამხოლოდ ფრეს დასჯერდა.

პერუ 1-1 არგენტინა (ლიმა, პერუ)
აღნიშნულ დაპირისპირებაში, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა გონსალო იგუაინის ძალისხმევით ტაბლოზე 1-1 დაფიქსირდა.ნიშანდობლივია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში პერუელებს "თამაშგარეში" ჰყავდათ ლიონელ მესი.

ბრაზილია 8-0 ჩინეთი (პერნამბუკო, ბრაზილია)
სამხრეთ ამერიკელები ამხანაგურად დაუპირისპირდნენ აზიელებს.შეხვედრის საბოლოო შედეგი სტუმრებისთვის გამანადგურებელი გამოდგა, მატ 8 უპასუხო გოლი მიიღეს საკუთარ კარში.მარსელო 90 წუთის განმავლობაში აწარმოებდა იერიშებს.

საფრანგეთი (21 წლამდე) 4-0 ჩილე (21 წლამდე) (ლა როშელი, საფრანგეთი)
რაფაელ ვარანის გუნდმა, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა.მათ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს ჩილელ თანატოლებთან.მადრიდისტა მცველმა ორივე ტაიმი შეუცვლელად ითამაშა.

ესპანეთი (21 წლამდე) 6-0 ხორვატია (21 წლამდე) (ალიკანტე, ესპანეთი)
თავის მხრივ, ესპამელმა ახალგაზრდებმაც გაინაღდეს კონტინენტის პირველობის საგზური."ფურია როხას" რიგებში ირჯებოდა ნაჩო ფერნანდესი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)