ფერგიუსონს რონალდუს დაბრუნება სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი აპირებს კლუბის მფლობელებს რონალდუს დაბრუნება სთხოვოს.
როგორც Sunday Mirror იტყობინება ფერგიუსონი მზადა გადაიხადოს ნებისმიერი თანხა რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" დასაბრუნებლად.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ 3 წლის წინ დატოვა ინგლისი და 80 მილიონ ევროდ მადრიდის "რეალს" მიაშურა.
"რონალდუმ პირდაპირ განაცხადა, რომ თუ იგი ოდესმე დატოვებს "სანტიაგო ბერნაბეუს", მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა."
"ეს ტრანსფერი დაადასტურებს, რომ "იუნაიტედს" კიდევ შესწევს ძალა კონკურენცია გაუწიოს ტოპ კლუბებს საუკეთესო მოთამაშეების გადაბირებაში."
"მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ რონალდუზე არის დამოკიდებული დატოვებს თუ არა "რეალს" , არავინ იცის მისი უკმაყოფილების მიზეზი."-განაცხადა უცნობმა წყარომ კლუბიდან.
- 8 სექტემბერი 2012
- 3 723
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.