დენის ჩერიშევი: "მე ვითამაშებ რუსეთისათვის, თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან"
"კასტილიელი" დენის ჩერიშევი marca-ს ჟურნალისტებს გაესაუბრა.
თქვენ გაიტანეთ ორი გოლი ეროვნულ ნაკრებში და ახლა ვარსკვლავი ხართ რუსეთში. გცნობთ ხალხი ქუჩაში?
სიმართლე გითხრათ თავს სულაც არ მივიჩნევ ვარსკვლავად, თუმცა რუსეთში სულ უფრო და უფრო მეტმა გულშემატკივარმა გამიცნო.
რა განსხვავება მადრიდის "რეალსა" და რუსეთის გუნდებს შორის?
მადრიდში თამაში უფრო დახვეწილია. იგი უფრო შემესაბამება მე, რადგან ასე თამაშს ვარ შეჩვეული.
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი რუსეთში ითამაშებთ თუ ესპანეთში?
ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მე ვითამაშებ რუსეთში, თუ რა თქმა უნდა ისინი საჭიროდ ჩათვლიან.
ახლახან კაპელომ ჩაიბარა რუსეთის ნაკრები, ელოდებით თუ არა ზარს ნაკრებიდან?
ახლა მხოლოდ მოლდოვასთან გამარჯვებაზე ვფიქრობ და მსურს U-21 ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეროვნულ ნაკრებში მიხმობენ.
თქვენ გაატარეთ დაუვუწყარი ზაფხული. დებიუტი გქონდათ პირველ გუნდში, გაუტანეთ "ბარსელონა В-ს" და ეროვნულ ნაკრებში გაიტანეთ ორი გოლი. რა არის თქვენი საიდუმლო?
ამ ეტაპზე ვცდილობ ყოველ თამაშში და მოედნის გარეთ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო.
ეს არის საუკეთესო მომენტი თქვენს ცხოვრებაში?
შესაძლოა, თუმცა მე ყოველთვის ვამბობ საუკეთესო ჯერ წინ არის.
გარდა ამ ყველაფრისა, თქვენ პირველი გუნდის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოხვდით...
ეს იყო უდიდესი სიხარული, მაგრამ ახლო "კასტილიაზე" ვარ ფოკუსირებული. თუ ერთ დღეს დავჭირდები პირველ გუნდს მოხარული ვიქნები და შევეცდები მათ დახმარებას.
- 8 სექტემბერი 2012
- 2 177
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.