არავის დადანაშაულება არაა საჭირო.
მატჩის შემდგომ კომენტარებში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ერთხმად აღნიშნეს,რომ ვინმესთვის რამის გადაბრალება ზედმეტია.
როისტონ დრენტე "ეს ფეხბურთია,სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.მთელმა მსოფლიომ იცის,რომ იკერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა,მან ეს "სევილიასთან" მატჩშიც დაამტკიცა,როდესან მრავალჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდის კარი.დღეს უბრალოდ მას ბედმა არ გაუღიმა.თუმცა ეს არაფერს ცვლის,იგი შემდეგ მატჩში დაამტკიცებს,რომ იგი საუკეთესოა".
სერხიო რამოსი "არავის დადანაშაულება არაა საჭირო,თამაშს მთელი გუნდი როგორც აგებს ისევე იგებს"
რაულ ალბიოლი "ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ,რომ ეს მარცხი ერთი რომელიმე ფეხბურთელის ბრალი იყო.მეორე ნახევარში ჩვენ საკუთარ თავს არ ვგავდით,რასაც ჩემპიონთა ლიგაში ძალიან იშვიათად გპატიობს მეტოქე.ჩვენ უნდა შევისწავლოთ ჩვენი შეცდომები"
- 22 ოქტომბერი 2009
- 1 982
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.