სიტი და ჩელსი 60 მილიონს ჩამოდიან

რადამელ ფალკაო ბრწყინვალე ფორმაშია და არ წყდება ჭორები მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ჟურნალისტები მის სახელთან მადრიდის რეალს, ლონდონის ჩელსის და მანჩესტერ სიტის აკავშირებენ.

მადრიდის ატლეტიკომ ფალკაოში 47 მილიონი ევრო გადაიხადა და იაფად მას ვერც ერთი გუნდი ვერ შეიძენს. ამიტომ მანჩესტერ სიტი და ლონდონის ჩელსი ამზადებენ 60 მილიონ ევროს.

ჩელსიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან დიდი თანხა დახარჯა და ბევრი კარგი ფეხბურთელიც შეიძინა, მიუხედავად ამისა ლონდონელები მზად არიან კიდევ უფრო შეითხელონ ჯიბე და გადაიბირონ კოლუმბიელი ფორვარდი. მათი მთავარი კონკურენტი ბრიტანეთის კუნძულებზე რაღა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტი" იქნება. რომლებმაც ვერ შეიძინეს ის ფეხბურთელები, რომლებთანაც მთელი ზაფხულის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ამიტომ შეეცდებიან უკეთესი კონტრაქტის შეთავაზების ხარჯზე რადამელის სიმპათიები მოიგონ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კარლოს ტევესის შეძენა სურს მილანს და ამ შემთხვევაში ქალაქელებს ახალი ფორვარდი დასჭირდებათ.

მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა მადრიდის რეალი არის, რადგან თეთრებმა ერთხელ სიტის დაუთმეს ატლეტიკოს თავდამსხმელი. შეგახსენებთ, სამეფო კლუბი და მანჩსტრული გუნდი კუნ აგუეროს შეძენაში ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. მაშინ ბლანკოსი დამარცხდა, ფლორენტინო კი ორჯერ ერთი და იგივე შეცდომას ფაქტიურად არასოდეს უშვებს. როგორც ჩანს დედაქალაქელებს მინიმუმ 70 მილიონის გადადება მოუწევთ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად, თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებულნი ამ ფორვარდის შეძენით.

  • SunSay
  • 8 სექტემბერი 2012
  • 1 931
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)