კაკა:"მილანში უნდა მოვიგოთ"
კაკამ გაანალიზა თამაში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.
"ეს მატჩი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვხვდებოდი ყოფილ თანაკლუბელებს, მაგრამ არ მომეწონა მატჩის შედეგი. ვცდილობდით გამარჯვებას, მაგრამ ვერ შევძელით".
"პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით. ბენზემას წინააღმდეგ თამაშის წესები იქნა დარღვეული საჯარიმოში. არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ ეს იყო პენალტი. რაულმა ძალიან კარგი გოლი გაიტანა. ის ყოველთვის მაოცებს. მან ყველა რეკორდო მოხსნა და ითვლება ყევლაზე ჭკვიან ფორვარდად. ის არასდროს არ იღლება და ბევრს მუშაობს. სწორედ ამიტომ ის ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდისთვის".
"გვქონდა შანსები მეტოქის კარის აღების. მახსენდება მარსელოს ძლიერი დარტყმა. ჩემი დარტყმული დიდამ უკუაგდო...მაგრამ პირლოს გოლმა ყველა გააოცა. ეს იყო დარტყმა მის სტილში. ჩემპიონთა ლიგის ბურთის ტრაექტორიის გამოცნობა ძალიან ძნელია და იკერმა ვერ შეძლო მისი აღება".
"მილანი" თავდაჯერებული გახდა. ისინი ყოველთვის სახიფათონი არიან, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ. უნდა გვეკონტროლებინა მატჩი, წყნარად უნდა გვეთამაშა, განსაკუთრებით ასეთ ძლიერ გუნდთან".
"დრენტეს გოლით იმედი დაგვიბრუნდა. მოგება გვსურდა, რადგან პლეი–ოფში თამაშის უფლება გაგვენაღდებინა, მაგრამ ეს არ მოხდა. 6 ქულა გვაქვს და იტალიაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ".
"უკანასკნელ წუთებზე შეტევაზე ვიყავით ოროენტირებულნი და თავისუფალი ზონები რჩებოდა. "მილანიც" ასე მოიქცა. ამიტომ ორივე გუნდს შეეძლო მოგება. გაიტანა მეტოქემ ზეედორფის დიდებული გადაცემის შემდეგ. ასეთი რომ არ განმეორდეს თამაში უნდა გამოვასწოროთ და "მილანი" უნდა დავამარცხოთ".
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 22 ოქტომბერი 2009
- 2 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.