მოუ: "ლუკა "ბერნაბეუს" გემოვნებისაა"
გამოცემა "ას"-მა, სამეფო კლუბის დამრიგებელთან ჩაწერილი ინტერვიუს მეორე ნაწილი გამოაქვეყნა.
- შთაბეჭდილება იქმნება, რომ სამეფო კლუბმა უარი თქვა ლა ლიგაზე და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგასა და "ბარსასთან" ურთიერთშეხვედრებზეა გადართული...
- გარწმუნებთ, რომ ამ მოსაზრებას არანაირი კავშირი აქვს ჩემთან.ვფიქრობ, ფეხბურთელებიც არ ფიქრობენ ესე.მწვრთნელი ყურადღებით უნდა იყოს.იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ამგვარი აზროვნება, ზომებს მივიღებ.
- რა ზომებზეა საუბარი?
- ჩემს შეგირდებს ავუხსნი, რომ თუ მათ სურთ ჩემპიონთა ლიგის მოგება, მთელი სეზონის განმავლობაში მაღალ დონეზე უნდა იასპარეზონ.რასაკვირველია, მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ დაპირისპირებაზე აქცენტის გაკეთება, არასწორი იქნება.ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატების მიღწევა თუ გვინდა, პრიმერაშიც და თასზეც ანალოგიურად უნდა ვიბრძოლოთ.აქედან გამომდინარე, თითოეულ შეხვედრაში მოგებაზე ვაპირებთ ფიქრს.
მოთამაშე, რომელიც ესპანეთის პირველობაზე ძალებს დაზოგავს, ხოლო ლიგაზე ბოლომდე დაიხარჯება, საერთოდ ჩამოვაშორებ ევროპირველობას.
- სამეფო კლუბმა არცთუ ისე სახარბიელოდ დაიწყო პრიმერა დივიზიონი.გაწუხებთ ეს ფაქტი?
- სიმართლე გითხრათ, არა, რამეთუ ამგვარ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ.სეზონის წარუმატებლად დაწყებაში, ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებს დიდი წვლილი მიუძღვის.გამომდინარე იქედან, რომ ზაფხული საფეხბურთო ღონისძიებებით დატვირთული იყო, კლუბებმა სრულფასოვანი სეზონისწინა მომზადება ვერ ჩაატარეს.
- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე აქცენტის გაკეთება, ფეხბურთელებს ლა ლიგის მოტივაციას არ დაუკარგავს?
- მე არ ვამბობ, რომ ეს არ მოხდება, თუმცა მსგავსი არაფერი შემინიშნავს.როგორ აღვნიშნე, თუ მოხდება ასეთი რამ, მყისვე მივიღებ ზომებს.მე სრულად ვაანალიზებ ყველაფერს, რაც ჩემს გუნდს შეეხება.გრანდმა საკუთარ თავს არ უნდა გადაწუყვიტოს, თუ რომელია მისი ტურნირი.მწვანე მინდორზე ყველანი მოსაგებად გავალთ.მადრიდის "რეალის" საბრძოლო განწყობა სუფევს, შესაბამისად ფეხბურთელები მზად არიან ყველა ტურნირისათვის.ლა ლიგის გამარჯვებებით ვერ დაწყება, ფიზიკური კონდიციების ბრალია.საჭიროა მოთმენა, თუმცა არ მიყვარს, როდესაც ჩემი ფეხბურთელები ჩემში მომთმენს ხედავენ და ამის გამო თავს მოდუნების საშუალებას აძლევენ.
- საერთაშორისო შეხვედრების კალენდრის მოწესრიგება შესაძლებელია? მაგალითისთვის, 14 ნოემბერს ესპანეთი პანამში გამართავს შეხვედრას, 3 დღის შემდეგ მადრიდული დერბი შედგება, ხოლო 5 დღის შემდეგ, მანჩესტერ სიტისთან გიწევთ გასვლა...
- ეროვნული ნაკრების თავკაცი რომ ვიყო, ფიფას მიერ დაგეგმილ ნებისმიერ შეხვედრას კბილებით დავიცავდი და მეტსაც მოვითხოვდი, თუმცა კლუბის დამრიგებლის გადმოსახდეიდან, ჩემი პოზიცია სხვანაირია.ვფიქრობ, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ბოლო დროს რაღაც ნაბიჯები გადაიდგა.აგვისტოში ამხანაგური დაპირისპირებების გამართვის აკრძალვა კატასტროფა იყო.ჩემი აზრით, ახლა შემოიღებენ წესს, რომლის თანახმადაც ამხანაგურები არ შედგება, თუ ქვეყნებს შორის ძალიან დიდი მანძილია და საკლუბო სეზონის დროს.თუ ამხანაგურების ჩატარება სავალდებულოა, ივნისი ამისთვის იდეალური დროა.ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელია ფეხბურთის ისეთ კონტინენტებზე თამაში, როგორებიცაა: აზია, ამერიკა და აფრიკა.იქ მცხოვრებ ხალსაც სურს გრანდების ხილვა.ვგონებ, ერთხელ და სამუდადომ თქვენს მიერ დაყენებული პრობლემა უნდა მოგვარდეს.ამისათვის საჭიროა დაინტერესებულბა კლუბებმა და ფედერაციებმა ბალანსი მოიძიონ.არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთელს ხელფასს საფეხბურთო გუნდები უხდიან.
- თქვენი პოზიცია საკმაოდ დიპლომატიურია.ადრე თუ გვიან, სანაკრებოს კარიერის დაწყებას ხომ არ აპირებთ?
- ვნახოთ.მალე 50 წლის გავხდები და ვამბობ, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა ახლა იწყება.ადრე, მეუღლესთან საუბრის დროს, აღვნიშნავდი, რომ ყველაფერი დამთავრდება და ოჯახური გარემოთი დავტკბები, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.ჩემი ქალიშვილი მეგობრებთან ერთად სეირნობს, ხოლო ვაჟი "კანილიასში" თამაშობს.აქედან გამომდინარე, მთელი არსებით სამწვრთნელო საქმიანობაში ვარ ჩართული.სიმართლე გითხრათ, ახლაც, იმავე ემოციებს განვიცდი მოგებების ან წაგებების დროს, როგორიც კარიერის სტარტზე მქონდა.როდესაც "პორტუში" გადაღებულ ფოტოს ვუყურებ, ვამბობ, რომ ეს ახალგაზრდა გახდა ადამიანი, სამეფო კლუბის მწვრთნელი.გულწრფელად გეტყვით, ჯერჯერობით ნაკრებზე არ ვფიქრობ.ყოველდღიური ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.ჩემი მოვალეობაა, წელწადში 400 ვარჯიშის გამართვა და 60-70 მატჩის ჩატარება.მიყვარს ჩემი საქმიანობა და მზად ვარ კვირაში 3 შერკინებისთვის მოვამზადო გუნდი.
- ლუკა მოდრიჩს "ბერნაბეუზე" საკუთარი პუბლიკა ეყოლება?
- ჩვენ ამ მიზნით ვიყიდეთ ის.გამომდინარე იქედან, რომ ხორვატი ერთადერთი ტრანსფერია ზაფხულის ბაზარზე, ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე.ტაქტიკური თვალსაზრისით, ლუკა ნიჭიერი და დისციპლინურია.ის გუნდური მოთამაშეა.კარგად ხედავს მოედანს და თამაშს საკუთარ თავზე იღებს საჭირო მომენტში.იმ ტიპის მოთამაშეთა რუცხვს მიეკუთვნება, რომელთაც თავისი მაგიური თამაშით "ბერნაბეუს" გულის მოგება შეუძლია.მოდრიჩი სიამოვნების მოსანიჭებლად შევიძინეთ.
- როგორც ფიქრობთ, კაკა, როგორც ადრე ბევრი ვარსკვლავი, შევიდა სიტუაციაში, რომლის თანახმადაც მისი სიტყვები რეალობასთან შესაბამისობაში არ მოდის?
- კაკა არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ამგვარ სიტუაციაში აღმოჩნდა.ფეხბურთი არაა მათემატიკა და არც ფეხბურთელები არიან რობოტები.ბრაზილიელი ძველ გუნდში ბრწყინვალედ ასპარეზობდა, თუმცა კლუბის შეცვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.ის "რეალში" ფიზიკური პრობლემებით მოვიდა, რამაც მისი ადაპტაცია გაართულა.ამას დაემატა, მომდევნო სეზონში მიღებული ტრავმა.საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებამ და ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომამ დიდი დრო წაართვა მოთამაშეს.ჩვენ კარგად გვახსოვს შარშან, როდესაც დი მარიამ ტრავმა მიიღო, რიკარდომ სრულფასოვნად ჩაიბარა ფლანგი.შესაბამის კონდიციებში იყო და კარგადაც თამაშობდა.ზაფხულში პირადი საუბრის დროს, ვუთხარი, რომ მისი დარჩენასთან არანაირი პრობლემა არ მექნებოდა.ასევე ავუხსენი, რომ მის პოზიციას არა ერთი ალტერნატივა ჰქონდა.საქმის კურსში ჩადგომის შემდეგ, ფეხბურთელმა გამოწვევა მიიღო.ის თავდაუზოგავად ვარჯიშობს და ელოდება შანსს.რა თქმა უნდა, როდესაც დადგება შესაბამისი მომენტი, კაკა მოედანზე გამოვა."რეალის" სათადარიგო სკამი არცთუ ისე გრძელია, აქედან გამომდინარე, თამაშის საშუალება ყველას მიეცემა.კაკა დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს.
- ესიენმა მამა დაგიძახათ...
- რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა და სიყვარულის ნიშანია.ამგვარად მეძახის იოზილიც.რასაკვირველია, პრობლემა არ მაქვს, პირიქით, თამაშების დროს, ჩემი შეძახილები, მშობლის შესაძილებს ჰგავს.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.ru, As.com
ინტერვიუს პირველი ნაწილი
- 7 სექტემბერი 2012
- 2 419
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.