ვალდანო:"მეტოქემ კარგად გამოიყენა შანსები"

მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ გაანალიზა "სამეფო კლუბის" თამაში "მილანის" წინააღმდეგ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეგვენარჩუნებინა ლიდერობა ჯგუფში, მაგრამ მოგვიწია გვეთამაშა ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც კარგად გამოიყენა შანსები. ეს ჩვენ გვაიძულებს უფრო ბევრი ვიმუშაოთ, რათა მზად ვიყოთ ასეთი თამაშებისთვის. საპასუხო შეხვედრაში ამბიციურები უნდა ვიყოთ, რათა არ გავირთულოთ ჯგუფიდან გასვლის საკითხი".

"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ზოგჯერ პრობლემებიც იჩენდა თავს. ეს ხდება მაშინ, როცა გუნდი ფორმირების პროცესშია. ამიტომ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა. მე მჯერა ამ გუნდის, სადაც თავმოყრილი არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები. გუნდი მალე ათამაშდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს რთული იქნება".

"მე არ ვისაუბრებ იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც დღეს ვერ მიიღეს მონაწილეობა ამ შეხვედრაში. დღეს ითამაშა თერთმეტმა ფეხბურთელმა და უნდა შევაქოთ ისინი გაწეული სამუშაოსთვის. კრისტიანო გამოჯანმრთელების პროცესშია და იმედია მალე დაგვიბრუნდება, როგორც სხვა ტრავმირებული ფეხბურთელები".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

  • faqo
  • 22 ოქტომბერი 2009
  • 1 787
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)