პერეირამ რონალდუ დაიცვა
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჟოაუ პერეირამ, რომელიც "ვალენსიას" ღირსებას იცავს, თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუ დაიცვა.
პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ყველამ უნდა დახუროს პირი ვინაიდან მათ არ იციან მიზეზი თუ რატომ არის რონალდუ მწუხარებით მოცული.
"ეს არის პრობლემა, რომელიც ხშირად აწუხებთ პორტუგალიაში. ყველას მოსწონს საუბარი სხვა ადამიანების ცხოვრებაზე(...), მაგრამ როცა არავინ იცის რა ხდება, უმჯობესია გაჩუმდნენ."
"ჩვენ მშვიდად ვართ და ყველანი თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კარგად დაწყებაზე ვფიქრობთ. კრიშტიანუ მოწყენილი არ არის, ის საკმაოდ მხიარულად ატარებს ვარჯიშებს და თავისუფალ დროს."-განაცხადა ჟოაუმ.
ინფორმაციის წყარო:marca.com
- 5 სექტემბერი 2012
- 2 118
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.